ონიქომალსანი / ONIQOMALSANI

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კარბამიდი/carbamide

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები გარეგანი გამოყენებისათვის_

მალამოს შემადგენლობა:- აქტიური სუბსტანცია: კარბამიდი40გ/100გ. დამხმარე სუბსტანცია: პარაფინი, ლანოლინი, ვაზელინი, ძმარმჟავა, გამოხდილი წყალიო და სხვა.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:მალამოს აქვს ანტიმიკოზური მოქმედება.ის არბილებს სოკოვან გარქოვანებულ ფენებს და აადვილებს მის აშრევებას.

ჩვენება:- გამოიყენება როგორც დამხმარე საშუალება ფრჩხილის სოკოს სამკურნალოდ.

გამოყენების პრინციპი:
1. მალამო  „ონიქომალსან“-ს აქვს ანტიმიკოზური მოქმედება, არბილებს და შლის ფრჩხილზე გარქოვანებულ წარმონაქმნებს, დაზიანებულ უბნებს.
2.დარბილებისა და დაშლის შემდეგიწმინდება საკვნეტით.
3.დაზიანებული ფრჩხილის საბოლოოდ გასუფთავების შემდეგ მკურნალობა გრძელდება  „ონიქოსანი“-ს  ხსნარის წასმით. ნაკრებში შემავალი მალამოს უპირატესობა არის ის, რომ შლის მხოლოდ დაზიანებულ ფრჩხილს და თუ მოხვდა ჯანმრთელ ფრჩხილსა და კანზე, არ აზიანებს.

გამოყენების წესი:-ტერფის დაბანის შემდეგ დაავადებულ ფრჩხილზე მთლიანად ვადებთ დაახლოებით ლობიოს მარცვლის ოდენა მალამოს, ვაკრავთ 5-6სმ სიგრძის ჰიპოალერგიულ პლასტირს და ვაჩერებთ 5 დღის განმავლობაში,მე-6 დღეს ვხსნით დაზიანებულ და შეხვეულ ფრჩხილს და უკვე დაშლილ ფრჩხილს ვწმენდთ, რის შემდეგაც ფრჩხილის გაწმენდილ ნაწილს დღეში 2-ჯერ ვუსვამთ  „ონიქოსანი“-ს ხსნარს ისევ ხუთი დღის განმავლობაში.
„ონიქომალსანი“-ს მალამოსა და „ონიქოსანი“-ს  ხსნარის შენაცვლება 5-5 დღის შუალედში არის მკურნალობის პირველი ტური.სულ უნდა ჩატარდეს  მკურნალობის 2 ან 3 ტური, გამომდინარე ფრჩხილის დაზიანების ხარისხიდან. იმის გამო, რომ ტერფის ფრჩხილი იზრდება 6-ი თვის განმავლობაში, ონიქოსანის ხსნარის გამოყენება საჭირო ხდება 3-6 თვის მანძილზე 2-ჯერ დღეში.კანის დაზიანების პროფილაქტიკისათვის წვეთების დაწვეთების დროს საჭიროა ფრჩხილის ირგვლივ კანზე ჰორმონალური მალამოს წასმა.

უკუჩვენება:მომატებული მგრძნობელობა  მალამოში შემავალი კომპონენტების მიმართ.

გვერდითი მოვლენები:-მალამოს მოხვედრისას ზედაპირის დაუზიანებელ უბნებში შეიძლება განვითარდეს ჰიპერემია,ქავილი,გამონაყარი,ჩაზრდილი ფრჩხილის დროს-მსუბუქი ტკივილი.  სიფრთხილით გამოიყენება დიაბეტური ტერის დროს.

შენიშვნა:ხშირად ონიქომიკოზი მიმდინარეობს რუბრომიკოზთან ერთად (ტერფის სოკოვანი დაზიანება), ამიტომ სასურველია ტერფზე პაციენტმა გამოიყენოს მიკოსანის ხსნარი 2-ჯერ დღეში და 10-ი წუთის შემდეგ წაისვას მიკონოლსანის მალამო.რადგანაც ხსნარს აქვს ძლიერი ამქერცლავი მოქმედება, ტერფის ეპიდერმისის რქოვანა გარსის აშრევების შემდეგ აგრძელებს მხოლოდ მიკონოლსანი მალამოთი მკურნალობას.ონიქომიკოზების ეფექტური მკურნალობისათვის საჭიროა სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატის მიღება 2-3 თვის განმავლობაში ექიმის დანიშნულების მიხედვით.

ვარგისიანობის ვადა:-2 წელი.

შენახვის პირობები:- მალამო ინახება სამაცივრე პირობებში (8-15ºC).

გამოშვების ფორმა: 25გ მალამო პოლიმერული მასალის ფლაკონში

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: ვიტაფარმი, საქართველო

გაფრთხილება