ორნაკარდი / Ornacard

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): L-კარნიტინი, კოენზიმ Q10,
ომეგა  3 / L-carnitine, coenzyme Q10, omega 3

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კარდიოპროტექტორული, ნეიროპროტექტორული, ციტოპროტექტორული საშუალება.

შემადგენლობა:
L-კარნიტინი – 500 მგ
კოენზიმ Q10 – 20 მგ
ომეგა  3 – 600 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

L-კარნიტინს გააჩნია მეტაბოლური, ანაბოლური, ანტიჰიპოქსიური, ანტითირეოიდული,  ცხიმოვანი ცვლისმასტიმულირებელი, რეგენერაციული მოქმედება. L-კარნიტინი წარმოადგენს მეტაბოლური პროცესების კოფაქტორს,უზრუნველყოფს CoA  აქტივობის შენარჩუნებას. ახორციელებს გრძელჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავების ტრანსპორტს ციტოპლაზმიდან მიტოქონდრიაში, სადაც მიმდინარეობს ცხიმოვანი მჟავების b-დაჟანგვა, რის შედეგადაც წარმოიქმნება დიდი რაოდენობით მეტაბოლური ენერგია (ატფ-ის სახით). აწესრიგებს ცილოვან და ცხიმოვან ცვლას, აღადგენს სისხლის ტუტოვან რეზერვს, თრგუნავს კეტომჟავების წარმოქმნას და ანაერობულ გლიკოლიზს, ამცირებს ლაქტატაციდოზს. ზრდის  ფიზიკური დატვირთვისადმი ტოლერანტობას, ამცირებს გლიკოგენის მოხმარებას და ზრდის გლიკოგენის რეზერვს ღვიძლში და კუნთებში. ავლენს ანაბოლურ მოქმედებას, ანელებს ცილების და ნახშირწყლების დაშლას. ხასიათდება ნეიროტროპული მოქმედებით, ამუხრუჭებს აპოპტოზის განვითარებას, შემოფარგლავს დაზიანებულ ზონას, აღადგენს ნერვული ქსოვილის სტრუქტურას. L-კარნიტინი ამჟღავნებს მომატებული თიროიდული ჰორმონების მიმართ ანტაგონისტურ მოქმედებას. ასტიმულირებს კუჭის წვენის სეკრეციას და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფერმენტულ აქტივობას, აუმჯობესებს საკვებისათვისებას. ამცირებს სხეულის ჭარბ წონას და ცხიმების შემცველობას კუნთებში. ყველაზე მაღალი კონცენტრაციები აღირიცხება ჩონჩხის კუნთებსა და მიოკარდიუმში. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 17 საათს. გამოიდევნება თირკმელებით (75% 24 საათში).

კოენზიმ Q10 –  ხასითდება ათეროსკლეროზის საწინააღმდეგო, ჰიპოტენზიური და იმუნომასტიმულირებელი მოქმედებით, არეგულირებს გლუკოზის დონეს სისხლში. კოენზიმ Q10 (უბიქინონი)- აუმჯობესებს ნივთერებათა ცვლის პროცესს, უზრუნველყოფს უჯრედულ დონეზე  ენერგიის (კერძოდ ჟანგბადის) ცვლის პროცესებს ქსოვილებში, განსაკუთრებით მიოკარდიუმის და ჩონჩხის კუნთების უჯრედებში. ახასიათებს ანტიოქსიდანტური მოქმედება, იცავს ორგანიზმს  ჟანგბადის თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებისაგან და მონაწილეობს მიტოქონდრიების ბიოენერგეტიკულ ცვლაში.

ომეგა 3-არეგულირებს ცხიმოვან ცვლას და ქოლესტერინის დონეს სისხლში, აძლიერებს ტონუსს და ამაღლებსშრომისუნარიანობას, იგი ასევე ააქტიურებს იმუნურ სისტემას. ომეგა 3 -მიღებულია თევზის ქონისგან და წარმოადგენს DHA (დეკოზაჰექსანმჟავა) და EPA-ს (ეიკოზაპენტანმჟავა) მდიდარ წყაროს. რომლებიც მიეკუთვნებიან ნახევრადუჯერ შეუცვლელ ცხიმოვან მჟავებს, რადგან მათი წარმოქმნა არ ხდება ორგანიზმში და საჭიროა მისი საკვების სახით მიღება. ისინი დადებითად მოქმედებენ დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების შემცირებაზე, ახდენენ ქოლესტერინისა დატრიგლიცერიდების კავშირის ნორმალიზებას სისხლში. აფერხებენ თრომბის წარმოქმნის პროცესს, უზრუნველყოფენ ორგანიზმის იმუნური სტატუსის შენარჩუნებას, ახდენენ თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის ნორმალიზებას ჰიპოქსიისა და არტერიული წნევის დაქვეითების დროს.

ჩვენება:
Ø   გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების პროფილაქტიკა და კომპლექსური
თერაპია.
Ø   დისლიპიდემიით (ლიპიდური ცვლის დარღვევა) განპირობებული მდგომარეობების პროფილაქტიკა;
Ø  ქრონიკული ცერებრო-ვასკულარული პათოლოგია;
Ø   კოგნიტური ფუნქციების დარღვევები: მეხსიერების, ყურადღების კონცენტრაციის უნარის დარღვევები, ამნეზია, დემენცია, ალცჰეიმერის დაავადება;
Ø  შაქრიანი დიაბეტი და მისი გართულებების პროფილაქტიკა;
Ø  თირეოტოქსიკოზი, ჰიპოთირეოზი, სიმსუქნე და მეტაბოლური სინდრომი;
Ø  სხვადასხვა გენეზის ართროზო-ართრიტები; რევმატოლოგიური დაავადებები.
Ø  აუტოიმუნური დაავადებები: გაფანტული სკლეროზი, სისტემური სკლეროდერმია, რევმატოიდული ართრიტი;
Ø  თვალის დაავადებები;
Ø  ძვლების დაავადებები: მოტეხილობები, ოსტეომიელიტი, ოსტეოპოროზი და სხვა;
Ø  კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება;
Ø   კანის დაავადებები: ფსორიაზი, ეგზემა, ნეიროდერმიტი და სხვა, ტროფიკული წყლული;
Ø  ქიმიოთერაპიის და სხივური თერაპიის კურსის შემდგომ პერიოდში.

უკუჩვენება: 12 წლამდე ასაკი, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი.

გვერდითი მოვლენები: ორნაკარდის მიღების ფონზე გვერდითი მოვლენები თითქმის არ აღინიშნება. შეიძლება ძალიან იშვიათად განვითარდეს გულისრევა, ღებინება,
ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში.

გამოყენების წესი და დოზირება: ორნაკარდი ინიშნება 1 კაფსულა დღეში 1-2 ჯერ ჭამის შემდეგ. მკურნალობის კურსი ინდივიდუალურია კომპლექსურ თერაპიასთან  ერთად, საშუალოდ 1-3 თვე.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: არ აღინიშნება შეუთავსებლობა სხვა  მედიკამენტებთან.

შენახვის პირობები: შეინახეთ მშრალ, სინათლისგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას  არაუმეტეს 25 °C ტემპერატურაზე.

გამოშვების ფორმა: 500მგ+20მგ+600მგ კაფსულა – # 30

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი:: PRIMEA Limited, დიდი ბრიტანეთი

გაფრთხილება