ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug
აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
შემადგენლობა:
ბოსველია 190მგ
ტიპი 2 კოლაგენი 10მგ
ჰიალურონის მჟავა 2მგ
C ვიტამინი 90მგ
– ოპტიმალური კომბინაცია
– სასურველი დოზები
ბოსველია ,,საკმეველის ხე“ – ხასიათდება ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტით.
არასტეროიდების მსგავსად, აბლოკირებს ლეიკოტრიენების სინთეზს თუმცა მათგან განსხვავებით არ იწვევს გვერდით ეფექტებს. ბოსველიას მჟავა ბლოკავს ლეიკოციტ ელასტაზას მოქმედებას და აინჰიბირებს 5-ლიპოოქსიგენეზას, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ართრიტის განვითარებაში.
კოლაგენი ტიპი 2 – ხრტილის, ძვლების, იოგების, მყესების, კანის შემაერთებელი ქსოვილის სტრუქტურული შენებისთვის შეუცვლელი ცილაა.
ჰიალურონის მჟავა – უზრუნველყოფს სახსრების სტრუქტურულ სიმყარეს, მობილობას.
ვიტამინი C – აწარმოებს კოლაგენის სინთეზს და აძლიერებს მის მოქმედებას.
ჩვენება: ოსტეოართროზი, ოსტეოქონდროზი, ოსტეოპოროზის გართულებების კომპლექსურ მკურნალობაში, სახსრების ტრავმის შემდგომი პერიოდი, პოსტოპერაციულად რეპარაციული პროცესების დასაჩქარებლად, სპორტსმენებში მომატებული ფიზიკური დატვირთვისას.
დოზირება: 2 კაფსულა დღეში
უკუჩვენება: მომატებული გრძნობელობა მასში შემავალი კომპონენტების მიმართ
გამოშვების ფორმა: კაფსულა #30
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: Aktif Farma, თურქეთი