ოსტეობონი / Osteobon

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები

შემადგენლობა:
ბოსველია 190მგ
ტიპი 2 კოლაგენი 10მგ
ჰიალურონის მჟავა 2მგ
C ვიტამინი 90მგ
– ოპტიმალური კომბინაცია
– სასურველი დოზები

ბოსველია ,,საკმეველის ხე  –  ხასიათდება ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტით.
არასტეროიდების მსგავსად, აბლოკირებს ლეიკოტრიენების სინთეზს თუმცა მათგან განსხვავებით არ იწვევს გვერდით ეფექტებს. ბოსველიას მჟავა ბლოკავს  ლეიკოციტ ელასტაზას მოქმედებას და აინჰიბირებს 5-ლიპოოქსიგენეზას, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ართრიტის განვითარებაში.

კოლაგენი ტიპი 2 –  ხრტილის, ძვლების, იოგების, მყესების, კანის შემაერთებელი ქსოვილის სტრუქტურული შენებისთვის შეუცვლელი ცილაა.
ჰიალურონის მჟავა – უზრუნველყოფს სახსრების სტრუქტურულ სიმყარეს, მობილობას.
ვიტამინი C – აწარმოებს კოლაგენის სინთეზს  და აძლიერებს მის მოქმედებას.

ჩვენება:  ოსტეოართროზი,  ოსტეოქონდროზი, ოსტეოპოროზის გართულებების კომპლექსურ მკურნალობაში, სახსრების ტრავმის შემდგომი პერიოდი, პოსტოპერაციულად რეპარაციული პროცესების დასაჩქარებლად, სპორტსმენებში მომატებული ფიზიკური დატვირთვისას.

დოზირება:  2 კაფსულა დღეში

უკუჩვენება: მომატებული გრძნობელობა მასში შემავალი კომპონენტების  მიმართ

გამოშვების ფორმა: კაფსულა #30

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: Aktif Farma, თურქეთი

გაფრთხილება