კაპიდინი / Kapidin

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ლერკანიპიდინი/lercanidipine

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
კალციუმის ნელი არხების ბლოკატორი. დიჰიდროპირიდინის რიგის წარმოებული.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც.
1 ტაბ.
ლერკანიპიდინი……… 10 მგ
1 ტაბ.
ლერკანიპიდინი……… 20 მგ

ჩვენებები
მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ესენციალური არტერიული ჰიპერტენზია.
დოზირების რეჟიმი
10 მგ დღე-ღამეში ერთხელ, საკვების მიღებამდე არანაკლებ 15 წუთით ადრე, მიზანშეწონილია – დილით. მიღებული თერაპიული ეფექტის შეასაბამისად, შესაძლებელია დოზის გაზრდა 20 მგ-მდე. თერაპიულ დოზას არჩევენ თანდათანობით, აუცილებლობის შემთხვევაში, დოზის გაზრდა 20 მგ-მდე ხდება მკურნალობის დაწყებიდან 2 კვირის შემდეგ.

გვერდითი მოვლენები
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: იშვიათად – პერიფერიული შეშუპება, სისხლის ნაკადის მომატების შეგრძნება სახის არეში, ტაქიკარდია, ტკივილი მკერდის არეში, არტერიული წნევის დაქვეითება, სტენოკარდია, ასთენია, დაღლის შეგრძნება, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათად – დისპეფსია, გულისრევა, ღებინება, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, დიარეა, ღვიძლის ფერემენტების აქტივობის შექცევადი მომატება, ღრძილების ჰიპერპლაზია.

უკუჩვენებები
ქრონიკული გულის უკმარისობა დეკომპენსაციის სტადიაში, არასტაბილური სტენოკარდია, აორტის სტენოზი, მიოკარდიუმის ინფარქტის გადატანიდან 1 თვე, ღვიძლის და თირკმლის ფუნქციათა გამოხატული დარღვევები, ლაქტოზის აუტანლობა, გალაქტოზემია, გლუკოზის/გალაქტოზის შეწოვის დარღვევის სინდრომი, ორსულობა, ლაქტაცია, რეპროდუქტიული ასაკის ქალები, რომლებიც არ იყენებენ კონტრაცეფციის ადექვატურ მეთოდებს, ბავშვთა და მოზარდთა ასაკი 18 წლამდე, მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების და დიჰიდროპირიდინის რიგის სხვა წარმოებულების მიმართ.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
კეტოკონაზოლთან ან იტრაკონაზოლთან; მაკროლიდურ ანტიბიოტიკებთან (როგორიცაა ერითრომიცინი ან ტროლეანდომიცინი); ანტივირუსულ პრეპარატებთან, ციკლოსპორინთან ერთად.
გრეიპფრუტი ან გრეიპფრუტის წვენი აძლიერებს ლერკანიდიპინის ჰიპოტენზიურ ეფექტს.

შენახვის პირობები და ვადა
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25oC ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას

გამოშვების ფორმა: 10მგ ტაბლეტი №30

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)
მწარმოებელი: Zentiva, ჩეხეთი

გაფრთხილება