კაპსაგამა დოლორ კრემი 0,05% / Capsagamma® Dolor Creme 0,05%

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებები

შემადგენლობა:
100გრ კაპსაგამა დოლორ კრემი 0.05% შეიცავს: 662.70–1829.19 მგ კაენის წიწაკის ნაყოფის ბლანტ ექსტრაქტს (4–7:1),
დამხმარე ინგრედიენტი: ეთანოლი 80 % შეესაბამება 53მგ კაპსაცინოიდს, კაპსაცინის სახით.
დამხმარე ნივთიერებები: სორბიტის სტეარატი, მაკროგოლის სტეარატი (8-9 Mol EO), გლიცეროლი 85 %, საშუალო ჯაჭვოვანი ტრიგლიცერიდი, კარბომერი 980, ფენოქსითანოლი (Ph. Eur), გასუფთავებული წყალი, როზმარინის ზეთი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გლუკოზას სიროფი, ტიტანის დიოქსიდი (E 171).

ჩვენება:
კაპსაგამა დოლორ კრემი გამოიყენება ქვემო კიდურების ტკივილის გაყუჩებისათვის, განსაკუთრებით დიაბეტით გამოწვეული ნერვის
ქრონიკული მტკივნეული დაზიანების დროს (პოლინეიროპათია)

გამოყენების წესი:
წაისვით და შეიზილეთ მტკივნეულ ნაწილზე 2 სმ–იანი კრემის ფენა დღეში 3–ჯერ (შეესაბამება 1,1 მგ კაპსაინცინოიდს). წასმისა და
შეზელვის შემდეგ უნდა შეიწოვოს კრემი კანმა.
გამოყენების ხანგრძლივობა: კაპსაგამა დოლორ კრემის გამოყენება შეიძლება მაქსიმუმ 2 თვე (კრემის მოქმედება და ამტანობა
გამოკვლეული იქნა კლინიკური ცდებისას 8 კვირის განმავლობაში)

განსაკუთრებული მითითება:
კაპსაგამა დოლორ კრემი 0.05%–ის დიდი დოზის გამოყენებისას შესაძლოა აღინიშნოს კანზე სიმხურვალის შეგრძნება. თუ ეს
შეგრძნება ძლიერად აღინიშნება, შეგიძლიათ კრემის ჭარბი რაოდენობა ჩამოიბანოთ ცივი წყლით და საპნით.
კრემის აქტიური ნივთიერება, კაენის წიწაკის ნაყოფი– ბლანტი ექსტრაქტი იწვევს პაციენტების უმეტეს ნაწილში სისხლის
მიმოქცევის გაძლიერებას, რაც ვლინდება კანის სიწითლითა და სითბოს შეგრძნებით. ეს რეაქცია მედიკამენტის ნორმალურ
მოქმედებაზე მიუთითებს და ჩვეულებრივ მალევე გაივლის. განსაკუთრებით, მკურნალობის პირველ დღეს შესაძლოა აღინიშნოს
წვის, ჩხვლეტის ან ქავილის შეგრძნება.
იშვიათად (ვლინდება 10000 პაციენტიდან 1–დან 10 მდე):
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები კანზე (ბუშტუკების წარმოქმნა). თუ შენიშნავთ ამგვარ სიმპტომს, უნდა შეწყვიტოთ მკურნალობა.
კაპსაგამა დოლორ კრემი 0.05% ის გამოყენების ადგილებში არ შეიძლება ერთდროულად სხვა მედიკამენტის წასმა, რადგან
შესაძლოა გაიზარდოს კაპსაგამა დოლორ კრემი 0.05% ის მოქმედება. ურთიერთქმედება შესაძლოა გამოვლინდეს კრემის
გამოყენებიდან რამდენიმე საათში.

უკუჩვენება:
კაპსაგამა დოლორ კრემი 0.05% ის გამოყენება არ შეიძლება:
• თუ პაციენტს აღენიშნება ჰიპერმგრძნობელობა (ალერგია) კაენის წიწაკის ან სხვა წიწაკის მიმართ, ან კაპსაგამა დოლორ კრემის
შემადგენელი სხვა ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ.
• არ შეიძლება გამოყენება დაზიანებულ კანზე (ღია ჭრილობებზე, გაჭრილ კანზე, კანზე ანთებითი პროცესის დროს, კანის ინფექციებისას,
ეგზემურ კანზე).
• ლორწოვან გარსზე და თვალის ახლოს.
• ორსულობის და ლაქტაციის დროს.
• 12 წლამდე ასაკის ბავშვებში, რადგან მონაცემები გამოყენების ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესახებ არ მოიპოვება.
შეფუთვის ფორმა:
40გრ; 100გრ კრემი ალუმინის ტუბში.
კაპსაგამა დოლორ კრემი 0.05% არის ოხრის ფერი კრემი.
ვარგისიანობის ვადა შეფუთვის გახსნის შემდეგ;
3 თვე (40გრ ტუბი) 6 თვე (100 გრ ტუბი).

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: WORWAG Pharma, გერმანია

გაფრთხილება