ქსოვილებისა და ორგანოების ტრანსპლანტაცია

ტრანსპლანტოლოგია – ეს არის მედიცინის ისეთი სფერო, რომელიც შეისწავლის ორგანული მასალის გადანერგვას. ამავდროულად, გადასანერგი მასალა, შესაძლოა იყოს როგორც უჯრედებიდან, ქსოვილებიდან ან ორგანოებიდან, ასევე ორგანოთა მთელი სისტემებიდანაც, როგორცაა, მაგალითად, ხელი ან თითი.

ორგანოების გადანერგვის ისტორია მიგვითითებს იმაზე, რომ აღნიშნული პროცედურის წარმატებისათვის საჭიროა მჭიდრო კავშირი ჰემატოლოგებთან, იმუნოლოგებთან, ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ექიმებთან და ხშირ შემთხვევაში ბიოფიზიკოსებთანაც. ეს სპეციალისტები ერთიანდებიან უმნიშვნელოვანესი კლინიკური პრობლემების გადასაჭრელად: ქსოვილებისა და ორგანოების მომზადებაში, შენახვასა და გადანერგვაში.

დღევანდელი ტრანსპლანტოლოგია მოიცავს რამდენიმე ნაწილს:

  1. ავტოტრანსპლანტაცია, როდესაც დონორი და მიმღები – ერთი და იგივე პირია, ანუ ეს არის ადამიანის ორგანოების ტრანსპლანტაცია პირდაპირ საკუთარ თავზე. ასეთი სახის ტრანსპლანტაციები პლასტიკურ ქირურგიაში საკმაოდ ხშირია.  ავტოტრანსპლანტაციის ყველაზე უფრო გავრცელებული ტიპია კანის გადანერგვა.
  2. მეორე ნაწილს წარმოადგენს იზოტრანსპლანტაცია, როდესაც დონორი ხდება მიმღების ერთი კვერცხუჯრედიდან განვითარებული ტყუპის ცალი, ანუ ისინი გენეტიკურად ერთნაირები არიან. ასეთი ტიპის ტრანსპლანტაციის დროს, ისევე როგორც ავტოტრანსპლანტაციისას არ არის საჭირო იმუნოდეპრესანტების გამოყენება.
  3. მესამე ტიპი იწოდება ალოტრანსპლანტაციად. ის მდგომარეობს ერთი ადამიანიდან მეორე ადამიანში ორგანოების გადანერგვაში.
  4. ქსენოტრანსპლანტაცია, როდესაც ცხოველთა ორგანოების ტრანსპლანტაცია ხდება ადამიანში (მაგალითად, ღორის გულის სარქველები).

უცხო ქვეყნების სამედიცინო ინფრასტუქტურაში გარკვევა, კლინიკებისა და ექიმების არჩევა, რომლებიც ყველაზე უკეთ და მისაღებ ფასებში გადაჭრიან თქვენს პრობლემებს, საკმაოდ რთულია. ამაში დაგეხმარებიან სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული ფირმები. შეკითხვები უნდა გააგზავნოთ სპეციალური ფორმიდან. საკონტაქტო ფორმაზე გახვალთ ამ ტექსტზე დაკლიკებით. წერილს მიიღებენ სამედიცინო ტურიზმის წამყვანი ფირმები. პირველი შეკითხვაზე პასუხი უფასოა. ენა ქართული. შეეცადეთ შეკითხვა და თქვენი მდგომარეობა ჩამოაყალიბოთ ზუსტად: რა პრობლემა გაქვთ და რა მოთხოვნები გაქვთ კლინიკის მიმართ.


დღესდღეობით, მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში გერმანიის საუნივერსიტეტო კლინიკაში წარმატებით შესრულდა გულის 25 გადანერგვა, 97 ღვიძლის, 143 თირკმლისა და 9 თირკმლის კომბინირებული გადანერგვა კუჭქვეშა ჯირკვალთან ერთად. აღსანიშნავია, რომ ასეთი სერიოზული ქირურგიული ჩარევის შემდგომ, პაციენტების 70% -ს შეუნარჩუნდათ სიცოცხლე მომდევნო ათი წლის განმავლობაში.  აღნიშნული ციფრი, რა თქმა უნდა, მეტწილად ცვალებადია, ვინაიდან გასათვალისწინებელია ისეთი ფაქტორები როგორიცაა პაციენტის ზოგადი მდგომარეობა, ასაკი, ცხოვრების წესი და ის, თუ კონკრეტულად რომელი ორგანო იქნა ტრანსპლანტირებული.

ძვლის ტვინის გადანერგვის ჩვენებები გერმანიაში:

  1. სისხლის სისტემის ონკოლოგიური დაავადებები (ლეიკოზები და ლიმფომები).
  2. აპლასტიკური ანემიის მძიმე ფორმები (დაკარგული სისხლის ფორმიანი ელემენტები).
  3. თანდაყოლილი იმუნოდეფიციტის მდგომარეობა.
  4. ნივთიერებათა ცვლის დარღვევის მემკვიდრეობითი დაავადებები

ღვიძლის ტრანსპლანტაციის ჩვენებები გერმანიის კლინიკებში:

  1. ვირუსული ჰეპატიტები (B, C და D).
  2. ავტოიმუნური ჰეპატიტები (როცა ღვიძლი ზიანდება მისივე იმუნური სისტემით) – პირველადი ბილიარული ციროზი, პირველადი მასკლეროზებელი ქოლანგიტი.
  3. ალფა -1 ანტიტრიფსინის მეტაბოლიზმის დარღვევა (მემკვიდრეობითი ფერმენტული პათოლოგიები, ღვიძლის ნორმალური ფუნქციონირების დარღვევა).
  4. ვილსონის დაავადება.
  5. ჰემოქრომატოზი (ღვიძლში რკინის პათოლოგიური დაგროვების შედეგად გამოწვეული დაავადება).
  6. ღვიძლის პოლიკისტოზი.
  7. ღვიძლის სიმსივნე.
  8. ღვიძლის მწვავე უკმარისობა, მწვავე მოწამვლის შედეგად განვითარებული.

ჩვენებები გულის ტრანსპლანტაციისათვის გერმანიაში:ქსოვილებისა და ორგანოების ტრანსპლანტაცია

  1. კარდიომიოპათია (გულის კუნთის იზოლირებული დაავადება).
  2. გულის იშემიური დაავადების ბოლო სტადია.
  3. მიოკარდიტი – გულის კუნთის ანთება.
  4. გულის თანდაყოლილი მანკი.
  5. მიქსომა – გულის სიმსივნური დაავადება, რომელიც 90% აზიანებს მარცხენა წინაგულს.

ჩვენებები თირკმლის ტრანსპლანტაციისათვის გერმანიაში:

  1. დაავადებები, რომელთაც თან ერთვის თირკმლის ქრონიკული უკმარისობის ბოლო სტადიები.
  2. თირკმლის სიმსივნე.

გერმანიაში ქსოვილების ტრანსლანტაცია დონორიდან-ადამიანზე კოორდინირდება ტრანსპლანტაციის შესახებ კანონით, რომლის თანახმადაც ნებადართულია ორგანოების შეგროვება გარდაცვლილი ან ცოცხალი დონორისაგან. ორგანოებით ვაჭრობა, რაც გულისხმობს დონორის ან მისი ნათესავების ფულით ან რაიმე სხვა სახით გადახდას, აკრძალულია. ტრანსპლანტაცია გერმანიაში ხორციელდება მხოლოდ სპეციალურ სერტიფიცირებულ ცენტრებში.

ორგანოების ან ქსოვილების ნებისმიერი სახის გადანერგვს ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი პრობლემაა ორგანიზმის „მასპინძლის“ საპასუხო რეაქცია „უცხო“ აგენტის შეყვანაზე. ზოგიერთი ტრანსპლანტაციის დროს, ისეთები როგორიცაა ძვლის ტვინი ან ღვიძლი, შეიძლება აღინიშნოს „საპირისპირო“ რეაქცია, რომლის დროსაც გადანერგილი ქსოვილები იწყებენ ორგანიზმთან ბრძოლას, რომელშიც ისინი გადაინერგნენ.

გერმანიაში ფართო გავრცელება პოვა ჭიპლარის სისხლმა, რომელიც ასევე საკმაოდ წარმატებით გამოიყენება ტრანსპლანტაციაში. ძვლის ტვინის დონორობა უსაფრთხოა და არ ახდენს გავლენას ადამიანის ორგანიზმზე. თუმცაღა, უნდა გვახსოვდეს, რომ ძვლის ტვინის აღება – საპასუხისმგებლო პროცედურაა, ამიტომ საჭიროა ფრთხილი და ყურადღებიანი მიდგომა, რითაც ცნობილები არიან გერმანელები, რასაც ისინი ახორციელებენ ნებისმიერი ქირურგიული ჩარევის დროს.

პოსტოპერაციულ პერიოდში ისეთი მანიპულაციების დროს, როგორიცაა ძვლის ტვინისა და ღვიძლის გადანერგვა, წარმატების მისაღწევად აქტუალურია იმუნური სისტემის დახშობა. უარყოფის რისკი მაღალია ტრანსპლანტაციიდან პირველი 6თვის შემდეგ. გერმანელმა ექიმებმა აქაც მიაღწიეს მნიშვნელოვან წარმატებებს უახლესი იმუნოსუპრესანტების გამოყენების ხარჯზე.

პაციენტების რეაბილიტაციამ, რომლებმაც გადაიტანეს თირკმლის ტრანსპლანტაცია, მიაღწიეს უპრეცედენტო სიმაღლეებს საავადმყოფოში ყოფნის შემცირების თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, ბევრად ეს  დამოკიდებულია დონორის მასალის ხარისხზე, მიმღების ძირითად დაავადებაზე და შემდგომ ჩატარებულ თერაპიაზე. გართულებების არ არსებობის შემთხვევაში, გადანერგილი თირკმელი იწყებს სრულყოფილად ფუნქციონირებას უკვე 5-10 დღის შემდეგ. უმეტეს შემთხვევაში, თირკმლის ფუნქციები აღდგენილია ანასტმოზების გამოყენების შემდეგ, თუმცაღა ფუნქციების სრულად ნორმალიზებისათვის და უკმარისობის აღმოსაფხვრელად შესაძლოა დაჭირდეს რამდენიმე კვირა.

ორგანოების გადანერგვა – ძალიან რთული პროცედურაა ყველა ასპექტში, გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც არ არსებობს რაიმე სხვა საშუალება პაციენტის სიცოცხლის და/ან სასიცოცხლო ფუნქციის მქონე ორგანოს შესანარჩუნებლად. მისი რეალიზაციისათვის აუცილებელია სხვადასხვა სპეციალისტების კოორდინირებული ქმედებები, ასევე პაციენტის ნათესავებისა და ახლობების მაქსიმალური მონაწილეობა და სამედიცინო ცოდნის დიდი რესურსების გამოყენება. ამან შეიძლება გამოიწვიოს მრავალი გართულებები, იმუნოსუპრესანტების მასიური გამოყენების გამო პაციენტის მთელი სისცოცხლის განმავლობაში, ტრანსპლანტატის მოცილების პროფილაქტიკისათვის ოპერაციის შემდგომ პერიოდში. მაგრამ, გერმანიის სახელმწიფოსა და მთელი მსოფლიოს მეცნიერების მხარდაჭერით, ტრანსპლანტოლოგია საშუალებას იძლევა უკვე დღესდღეობით ხალხის გადარჩენის საშინელი და ჯერ კიდევ ახლახანს ასპროცენტიანი სიკვდილის გარანტიის მქონე დაავადებებისაგან.  გადასვლა >> ტრანსპლანტოლოგია 2. კონსულტაციები და მკურნალობა უცხოეთში


 

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..