მკერდის ესთეტიკური კორექცია საზღვარგარეთ

ესთეტიკური კორექციისათვის ასეთ შემთხვევებში გერმანიის კლინიკებში ტარდება მამოპექსიის ოპერაციები – მკერდის დაჭიმვა. მკერდის ნორმალური სიმაღლის აღდგენა და მისი ზომისა და კონტურების გაუმჯობესება მიიღწევა ჭარბი კანის მოცილების გზით და ძუძუს თავისა და არეოლის გადატანით უფრო მაღალ ადგილას. მკერდის დაჭიმვა შესაძლოა ტარდებოდეს რამოდენიმე გზით.

ქირურგის მიერ ოპერაციის ამა თუ იმ მეთოდის არჩევა დამოკიდებულია პირველადი მონაცემებით (ფტოზის ხარისხი, კანის ფუტლიარის მგომარეობა, ჯირკვლოვანი ქსოვილის რაოდენობა). მამოპექსია შესაძლოა სრულდებოდეს სხვა ოპერაციებთან ერთად კომპლექსში(მაგალითად, მკერდის გადიდებასთან ერთად იმპლანტებით ან მკერდის მოცულობის შემცირება). სარძევე ჯირკვლის ზომის შემცირების აუცილებლობა (რედუქციული მამო-პლასტიკა) დგება იმ შემთხვევაში, როდესაც მკერდის დიდი ზომა ხდება ფსიქოლოგიური კომპლექსების მიზეზი, ფიზიკური დისკომფორტის მიზეზი, ქმნის სამედიცინო პრობლემებს.

ქალებს დიდი ზომის სარძევე ჯირკვლით ხშირად აწუხებს ტკივილი კისრისა და ხერხემლის გულმკერდის არეში, კანის გაღიზიანება მკერდ ქვეშა ღარში, ფიზიკური აქტივობის შემცირება. სარძევე ჯირკვლის შემცირების ოპერაცია გულისხმობს ჭარბი ჯირკვლოვანი ქსოვილისა და ცხიმოვანი ქსოვილის მოცილებას და შემდგომში ძუძუს თავისა და არეოლის ზევით ატანას კომპლექსში.


უცხო ქვეყნების სამედიცინო ინფრასტუქტურაში გარკვევა, კლინიკებისა და ექიმების არჩევა, რომლებიც ყველაზე უკეთ და მისაღებ ფასებში გადაჭრიან თქვენს პრობლემებს, საკმაოდ რთულია. ამაში დაგეხმარებიან სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული ფირმები. შეკითხვები უნდა გააგზავნოთ სპეციალური ფორმიდან. საკონტაქტო ფორმაზე გახვალთ ამ ტექსტზე დაკლიკებით. წერილს მიიღებენ სამედიცინო ტურიზმის წამყვანი ფირმები. პირველი შეკითხვაზე პასუხი უფასოა. ენა ქართული. შეეცადეთ შეკითხვა და თქვენი მდგომარეობა ჩამოაყალიბოთ ზუსტად: რა პრობლემა გაქვთ და რა მოთხოვნები გაქვთ კლინიკის მიმართ.


რედუქციური მამოპლასტიკის ტექნიკის არჩევა დამოკიდებულია ინდივიდუალური ანატომიური აგებულებით პაციენტისა და მისი სარძევე ჯირკვლების ზომით. გარდა ამისა, მკერდის პლასტიკის უკვე კლასიკური მეთოდების გარდა, გერმანელი სპეციალისტები მიმართავენ უახლეს ტექნიკასაც:

  • ულტრაბგერითი დაჭიმვა;
  • ულტრაბგერითი ლიპოსაქცია;
  • ლიპოლიფტინგი.

დეტალურად ლიპოლიფტინგზე

მკერდის გადიდება ლიპოლიფტინგის საშუალებით – პაციენტის საკუთარი ცხიმოვანი უჯრედების გადანერგვა მოჭარბებული დაგროვების ზონიდან კორექციის ზონაში, – აქვს უდავო ღირებულებები. ლიპოლიფტინგი მიჩნეულია უსაფრთხო მეთოდად სხეულის მოცულობის კორექციის. ამ მეთოდიკის საშუალებით სასურველი შედეგი მიიღწევა უცხო სხეულების გამოყენების გარეშე, საკუთარი ცხიმოვანი ქსოვილი არ წარმოადგენს უცხო მატერიალს და არ იწვევს მოცილების რეაქციის განვითარებას ან სარძევე ჯირკვლის ფიბროზულ ცვლილებებს.

გადასვლა >>  1. კონსულტაციები და მკურნალობა უცხოეთში 2. პლასტიკური ქირურგია