პლასტიკური ქირურგია

პლასტიკური ქირურგია — ქირურგიის დარგი, რომელიც დაკავებულია ადამიანის სხეულის რომელიმე ორგანოს, ქსოვილის ან ზედაპირის დეფექტისა და დეფორმაციის აღმოფხვრაზე მიმართული ოპერაციული ჩარევებით.
ყველაზე ხშირად ტარდება შემდეგი პლასტიკური ოპერაციები: ცხვირის, ნიკაპისა და ყურების კორექცია, სახის, შუბლისა და კისრის დაჭიმვა, ბლეფაროპლასტიკა, წარბების პლასტიკა, ტუჩების კორექცია, ბოტოქსის ინექციები; წელის და მუცლის მიდამოს ლიპოსაქცია, მკერდის გადიდება, დაპატარავება და კორექცია, ხელების გაახალგაზრდავება; დუნდულოების გადიდება, «გალიფეს» ზონაში ლიპოსაქცია, მცირე და დიდი სასირცხო ბაგეების ფორმის შეცვლა.

პლასტიკური ოპერაციების სახეები

პლასტიკური ოპერაციები შეიძლება დაიყოს ორ ძირითად სახედ — რეკონსტრუქციული პლასტიკური ოპერაციები და ესთეტიკური პლასტიკური ოპერაციები.

რეკონსტრუქციული პლასტიკური ოპერაციები ქსოვილებისა და ორგანოების დეფორმაციების და დეფექტების აღმოფხვრისა და მათი ფუნქციების პლასტიკური ქირურგიის მეთოდებით აღდგენის საშუალებას იძლევა. რეკონსტრუქციული პლასტიკური ოპერაციები უტარდებათ ადამიანებს რომლებმაც მიიღეს სხეულის დაზიანება ტრავმის, დაავადების შედეგად, ან ადამიანებს, რომლებსაც აქვთ თანდაყოლილი დეფექტი. წარმატებით ჩატარებულ რეკონსტრუქციულ პლასტიკურ ოპერაციას ადამიანის ცხოვრების ხარისხის საფუძვლიანად შეცვლა შეუძლია, ეხმარება რა მას სრულფასოვანი ცხოვრების შეგრძნების დაბრუნებაში.

ესთეტიკური პლასტიკური ოპერაციები — პლასტიკური ქირურგიის მეთოდების გამოყენება გარეგნობის გაუმჯობესების მიზნით. ასეთი ოპერაციების წყალობით ადამიანებს შეუძლიათ არამარტო ახალგაზრდობის გახანგრძლივება, არამედ ასევე შეუძლიათ საკუთარი რეალური ან მოგონილი არასრულყოფილების შეგრძნების გამო გაჩენილ ემოციონალურ სტრესს დააღწიონ თავი და ამით მნიშვნელოვნად გაიუმჯობესონ ცხოვრების ხარისხი.

პლასტიკური ოპერაციების ჩატარების მიდამოს მიხედვით შეიძლება ესთეტიკური პლასტიკური ოპერაციების კლასიფიცირება :


 

სახის გაახალგაზრდავება ( რიტიდექტომია, ფეის ლიფტინგი)

омоложение лица (ритидэктомияфейслифтинг)

წარბებისა და შუბლის დაჭიმვა (ფრონტლიფტინგი)

подтяжка бровей и лба (фронтлифтинг)

ქუთუთოების პლასტიკა (ბლეფაროპლასტიკა )

пластика век (блефаропластика)

ცხვირის პლასტიკა ( რინოპლასტიკა, სეპტოპლასტიკა)

пластика носа (ринопластика, септопластика)

ყურის ნიჟარის პლასტიკა (ოტოპლასტიკა )

пластика ушных раковин (отопластика)

ტუჩების პლასტიკა (ქეილოპლასტიკა)

пластика губ (хейлопластика)

თმების გადანერგვა

пересадка волос

ნიკაპის პლასტიკა ( მენტოპლასტიკა,მანდიბულოპლასტიკა ან გენიოპლასტიკა )

пластика подбородка (ментопластика,мандибулопластика

или гениопластика)

ყვრიმალის პლასტიკა (მალიარპლასტიკა )

пластика скул (малярпластика)

კისრისა და ღაბაბის პლასტიკა ( ცერვიკოპლასტიკა )

пластика шеи и подподбородочной области (цервикопластика)

მკერდის პლასტიკა ( მამოპლასტიკა )

пластика груди (маммопластика)

მუცლის პლასტიკა
(
აბდომინოპლასტიკა, ლიპოსაქცია )

пластика живота (абдоминопластика, липосакция)

დუნდულოების პლასტიკა (გლუტეოპლასტიკა)

пластика ягодиц (глютеопластика)

ხელების პლასტიკა (ბრახიოპლასტიკა)

пластика рук (брахиопластика)

ბარძაყის შიგნითა ზედაპირისა და წვივის პლასტიკა (კრუროპლასტიკა და ფემუროპლასტიკა)

пластика голеней и внутренней поверхности бедра (круропластика и фемурпластика)

მცირე და დიდი სასირცხო ბაგეების პლასტიკა (ლაბიოპლასტიკა)

пластика малых и больших половых губ (лабиопластика)

საქალწულე აპკის პლასტიკა (ჰიმენოპლასტიკა)

пластика девственной плевы (гименопластика)

საშოს პლასტიკა (ვაგინოპლასტიკა)

пластика влагалища (вагинопластика)

ასოს პლასტიკა (ფალლოპლასტიკა)

пластика полового члена (фаллопластика)

კისრის პლასტიკა (პლატიზმოპლასტიკა)

пластика шеи (платизмопластика)

გახდომის შემდეგ კანის დაჭიმვა ( პანნიკულექტომია, ტორსოპლასტიკა)

подтяжка кожи после похудения (панникулэктомия, торсопластика)

კომბინირებული პლასტიკა ( ორი ან მეტი მიდამოს პლასტიკა)

комбинированная пластика (двух или более областей)

რეკონსტრუქციული პლასტიკა ( მასიური გარეგანი, დაზიანებების დროს)

реконструктивная пластика (при массивных внешних поражениях)

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ესთეტიკური პლასტიკური ოპერაცია – ლიპოსაქციაა, რომელიც ჩვნებების მიხედვით სხვადასხვა ზონებში ტარდება.

_________________________________________________

გადასვლა >>> ,,პლასტიკური ქირურგია

.