რიტიდექტომია

 რიტიდექტომია

რიტიდექტომია — ქირურგიული ოპერაცია, რომლის პროცესშიც ხდება სახის კანის ყველა ასაკობრივი ცვლილებების მოცილება, ოპერაცია ახდენს კომპლექსურ ზემოქმედებას — კუნთების დაჭიმვა, ზედმეტი ცხიმოვანი ქსოვილის მოცილება, კანის ზედმეტობების მოშორება >>>

რიტიდექტომია — ქირურგიული ოპერაცია, რომლის პროცესშიც ხდება სახის კანის ყველა ასაკობრივი ცვლილებების მოცილება: ნაოჭები, მეორე ნიკაპი, ცხვირ-ტუჩის ნაოჭი და ა.შ. რიტიდექტომიის ოპერაცია ახდენს კომპლექსურ ზემოქმედებას — კუნთების დაჭიმვა, ზედმეტი ცხიმოვანი ქსოვილის მოცილება, კანის ზედმეტობების მოშორება. რიტიდექტომიის ჩატარების შემდეგ ხდება სახის კანის სრული გაახალგაზრდავება.

რიტიდექტომია წარმატებით ტარდება კლასიკურ ანტიასაკობრივ პროცედურებთან კომბინაციაში.

ოპერაციის ჩვენებები:

  • სახისა და კისრის კანის ასაკობრივი ცვლილებები;

  • ცხვირ-ტუჩის ნაოჭების ჩაღრმავება;

  • ორმაგი ნიკაპი;

  • ლოყების ჩამოწელვა.

რიტიდექტომიის ჩატარების უკუჩვენებები:

  • ინფექციური დაავადებები;

  • ქრონიკული დაავადებები;

  • შინაგანი ორგანოების დაავადებები;

  • სახისა და კისრის კანის დაავადებები.

ოპერაციისთვის მომზადება

ოპერაციის დაწყებამდე 7 საათით ადრე აუცილებელია საკვებსა და წყალზე უარის თქმა, ასევე ექიმები მკაცრად ითხოვენ, რიტიდექტომიის ოპერაციისთვის მომზადებისას პაციენტებმა არ მოწიონ.

ოპერაციის არსი

ოპერაცია ზოგადი ნარკოზის ქვეშ ტარდება. გაახალგაზრდავების პროცედურა საათნახევრიდან სამ საათამდე მიმდინარეობს.

დასაწყისში კეთდება განაკვეთი (უფრო ხშირად თავის თმიანი ნაწილიდან ყურის ნიჟარების გასწვრივ), რის შემდეგაც ხდება ზედმეტი ცხიმოვანი ქსოვილისა და კანის მოცილება. საბოლოო ეტაპზე ექიმი გამწოვ ნაკერებს ადებს.

რეაბილიტაციის პერიოდი

ოპერაციის შემდგომი პერიოდი, პაციენტის მდგომარეობის მიხედვით, 7 და 15 დღემდე გრძელდება. ამას გარდა, რიტიდექტომიის შემდეგ პირველ თვეს აუცილებელია სპორტისა და მძიმე ფიზიკური დატვირთვისგან თავის შეკავება. რიტიდექტომია საკმარისად უსაფრთხო ოპერაციად ითვლება, ამიტომ ოპერაციის შემდგომი გართულებების რისკი მინიმალურია. როგორც წესი, რეაბილიტაციის პერიოდი, საკმაოდ სწრაფად და უმტკივნეოლოდ გადის. საფიქსაციო ნახვევის მოხსნის შემდეგ, რიგ შემთხვევბში ვლინდება სახის შეშუპება, რომელიც ცივი კომპრესის დადების შემდეგ მოკლე დროში გაივლის.

ექიმების რეკომენდაციით, ოპერაციიდან ათი წლის შემდეგ, გაახალგაზრდავების პროცედურა სასურველია გამეორდეს. კანის ტონუსის შესანარჩუნებლად და ნაოჭების გაჩენისგან თავის დასაცავად აუცილებელია სპეციალური სახის ნიღბების რეგულარულად გამოყენება და ლიმფოდრენაჟული მასაჟების სეანსების ჩატარება.

რიტიდექტომიის გართულებები

ჩატარებული რიტიდექტომიის ოპერაციის შემდეგ, იშვიათად ვლინდება გართულებები ინფექციის თანდართვის, ნერვებისა და სისხლძარღვების დაზიანების სახით. დღევანდელი დღისათვის, პლასტიკურ ქირურგებს რიტიდექტომიის შემდგომი გართულებების მკურნალობის წარმატებული გამოცდილება გააჩნიათ.

_________________________________________________

გადასვლა >>> ,,პლასტიკური ქირურგია

.