პლასტიკური ქირურგია საზღვარგარეთ

პლასტიკური ქირურგია საზღვარგარეთ: როგორ არის მოწყობილი

პლასტიკური ოპერაცია: საზღვარგარეთ თუ საქართველოში?

რეალური პაციენტების გამოხმაურებების შესწავლით, გამოვყავით 5 კრიტერიუმი, რომლებსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ.

1 – ექიმების კვალიფიკაცია

შედარებისათვის, გერმანიაში ექიმს შეუძლია მიიღოს ნებართვა პლასტიკური ოპერაციების ჩატარების, მხოლოდ მას შემდეგ, რაც გაივლის 2 წელს ზოგად ქიურგიაში და 4 წლიან სპეციალიზირებულ პრაქტიკას. დამოუკიდებლად მუშაობის დაწყებამდე მის ანგარიშზე უნდა იყოს მინიმუმ 640ოპერაცია, ზედამხედველის მეთვალყურეობის ქვეშ ჩატარებული.

ქართველ ქირურგებს, გამოცდილების მოსაპოვებლად, უწევთ პრაქტიკისათვის საზღვარგარეთის ექიმებთან სიარული და სპეციალური ინტენსიური კურსების გადახდა საზღვარგარეთ(3000-4000ევრო რამოდენიმე დღეში). ყველა კი აკეთებს ამას? ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს.

2 – ოპერაციის ღირებულება

მოდით შესავადაროთ ფასები ყველაზე მოთხოვნად ოპერაციებზე(კომფორტისათვის ჩვენ გადავიყვანეთ ისინი აშშ დოლარში).

ცხვირის პლასტიკა (რინოპლასტიკა)

  • საქართველო: $ 2,500 … 7,000
  • თურქეთი: $ 1500 … 6000
  • ტაილანდი: $ 3,000 … 7,000
  • სამხრეთ კორეა: $ 4500 … 9000
  • ჩეხეთი: $ 1150 … 3500
  • გერმანია, ესპანეთი: $ 9,000 … 12,000

მკერდის გადიდება

  • საქართველო: $ 3,500 … 10,000
  • თურქეთი: $ 3,000 … 5,000
  • ტაილანდი: $ 3300 … 6000
  • სამხრეთ კორეა: $ 6,000 … 12,000
  • ჩეხეთი: $ 3400 … 7100
  • გერმანია: $ 8,100 … 11,000
  • ესპანეთი: $ 11,000 … 15,000

დაგროვილი ცხიმის მოცილება (ლიპოსაქცია), ერთ ზონაზე

  • საქართველო: $ 2000 … 6000
  • თურქეთი: $ 1,300 … 4,000
  • ტაილანდი: $ 2,000 … 4,000
  • სამხრეთ კორეა: $ 3000 … 5500
  • ჩეხეთი: $ 1,200 … 5,600
  • გერმანია: $ 6,000 … 12,000

ფრენისა და ცხოვრების ხარჯების გათვალისწინებითაც კი პლასტიკური ოპერაცია საზღვარგარეთ ხშირად ბევრად უფრო იაფია „ადგილობრივ“ ოპერაციებთან შედარებით.

3 – ექიმების სპეციალიზაციის არსებობა

ყველაზე უფრო პოპულარული ოპერაციები მსოფლიოში – მკერდის გადიდება (ყოველწლიურად დაახლოებით მილიონობით პაციენტი) და ლიპოსაქცია(დაახლოებით 800,000). მათ ატარებენ მრავალ ქვეყნებში, რჩება მხოლოდ ისღა, რომ შევარჩიოთ ბიუჯეტის შესაფერისი კლინიკა. მაგრამ ნაკლებად მოთხოვნადია ბლეფაროპლასტიკა (ქუთუთოების ფორმის შეცვლა, თვალის ჭრილის შეცვლა) და გამაახალგაზრდავებელი ოპერაციები.

4 – ცნობისმოყვარე თვალისაგან მოშორებით რეაბილიტაციის საშუალება

თქვენ მიფრინავთ ერთი-ორი კვირით დასასვენებლად, ხოლო ბრუნდებით დახვეწილი და გალამაზებული, შუალედური ეტაპი კი კადრს მიღმა რჩება: ცუდი გეგმა არაა, როგორ ფიქრობთ?

5 – კონფიდენციალობა

სპეციალიზირებულ დაწესებულებებში უცხოეთში, სადაც უწევდათ მუშაობა, მათ შორის, ვარსკვლავებთან და მილიონერებთან, პერსონალური მონაცემების დაცვას დიდი პასუხისმგებლობით ეპყრობიან.


უცხო ქვეყნების სამედიცინო ინფრასტუქტურაში გარკვევა, კლინიკებისა და ექიმების არჩევა, რომლებიც ყველაზე უკეთ და მისაღებ ფასებში გადაჭრიან თქვენს პრობლემებს, საკმაოდ რთულია. ამაში დაგეხმარებიან სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული ფირმები. შეკითხვები უნდა გააგზავნოთ სპეციალური ფორმიდან. საკონტაქტო ფორმაზე გახვალთ ამ ტექსტზე დაკლიკებით. წერილს მიიღებენ სამედიცინო ტურიზმის წამყვანი ფირმები. პირველი შეკითხვაზე პასუხი უფასოა. ენა ქართული. შეეცადეთ შეკითხვა და თქვენი მდგომარეობა ჩამოაყალიბოთ ზუსტად: რა პრობლემა გაქვთ და რა მოთხოვნები გაქვთ კლინიკის მიმართ.


ვარჩევთ ქვეყანას: ჩვენი ტოპ-5

ესთეტიკური პლასტიკური ქირურგიის საერთაშორისო საზოგადოებისა (International Society of Aesthetic Plastic Surgery (ISAPS) და BOOKIMED სერვისის სტატისტიკის მიხედვით, პაციენტები უპირატესობას ანიჭებენ ქვეყნებს:

ჩეხეთი

პრაღა – ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ევროპული „სილამაზის დედაქალაქი“. მიზეზი მარტივია: აქ მუშაობენ კვალიფიციური პლასტიკური ქირურგები, რომლებიც ღებულობენ საკუთარ მომსახურებაში უფრო ნაკლებს, ვიდრე ევროკავშირის მეზობელ ქვეყნებში მცხოვრები მათი კოლეგები. საოპერაციოს აქ მოდიან არა მხოლოდ უკრაინელები და რუსები, არამედ გერმანელებიც, ავსტრიელებიც, ბრიტანელები და შვეიცარიელებიც. ყველაზე უფრო მოთხოვნადი პროცედურაა – მკერდის გადიდება(წელიწადში 10,000-ზე მეტი ოპერაცია).

საორიენტაციო განფასებები ($)

  • მკერდის გადიდება: 3400…7100
  • რინოპლასტიკა: 1150…3500
  • ბლეფაროპლასტიკა: 600…2500
  • ლიპოსაქცია: 1200…5600 ერთ ზონაზე
  • აბდომინოპლასტიკა: 2100…3300

გერმანია

გერმანელი პლასტიკური ქირურგები იყენებ დამზოგველ მეთოდებს, რომლებიც საშუალებას იძლევიან იდეალური შედეგის მიღებისა და პოსტოპერაციული რეაბილიტაციი პერიოდის შემცირების. მათ კვალიფიკაციაში ეჭვის შეტანა არ ხდება: იმისათვის რომ დამოუკიდებლად ჩაატარონ ოპერაცია, ექიმმა უნდა გაიაროს 2წელი ზოგად ქირურგიაში და 4 წელი სპეციალიზირებული პრაქტიკა, ასევე შეასრულოს მინიმუმ 640 პლასტიკური ოპერაცია გამოცდილი სპეციალისტის კონტროლის ქვეშ. ყველაზე მოთხოვნადი ოპერაციებია: ბლეფაროპლასტიკა, რინოპლასტიკა, ტუჩის პლასტიკა, სხეულის ფორმისა და მკერდის ზომის კორექცია, ლიპოსაქცია, სახის გადაჭიმვა.

საორიენტაციო განფასებები ($)

  • მკერდის გადიდება: 8100…11000
  • რინოპლასტიკა: 9000…12000
  • ბლეფაროპლასტიკა: 9000…12000
  • ლიპოსაქცია: 6000…12000 ერთ ზონაზე
  • აბდომინოპლასტიკა: 7000…10000

ესპანეთი

2016 წელს ესპანეთმა დაიკავა მეხუთე ადგილი პლასტიკური ოპერაციების ჩატარების რაოდენობაში (400000), მათგან 80% შესრულებულია ბარსელონის კლინიკებში. პოპულარობის საიდუმლო – ექიმების მიერ გამოყენებული მოწინავე ტექნოლოგიებია, რომლებიც საშუალებას იძლევა გარეგნობის შეცვლის ან მისი დეფექტის მოცილების მინიმალური რაოდენობის ნაკერებით. ესპანელი პლასტიკური ქირურგები დამოუკიდებლად მუშაობის დაწყებამდე გადიან ხუთწლიან პრაქტიკას, რომლის დროსაც მინიმუმ 560ოპერაცია უნდა ჩაატარონ ზედამხედველის ზედამხედველობის ქვეშ.

საორიენტაციო განფასებები ($)

  • მკერდის გადიდება: 11,000 … 15,000
  • რინოპლასტიკა: 9000 … 12000
  • ბლეფაროპლასტიკა: 8000 … 11000

სამხრეთ კორეა

სტატისტიკის მიხედვით, სწორედ ეს ქვეყანა ლიდერობს პლასტიკური ოპერაციების რაოდენობით: ყოველი მეხუთე კორეელი 19-49წლის ასაკში მინიმუმ ერთი პლასტიკური ოპერაცია აქვს გადატანილი. არსებობს მოთხოვნა – არის შეთავაზებაც: კორეაში მუშაობს 2,300-ზე მეტი კვალიფიციური პლასტიკური ქირურგი, რომელთა მომსახურებაც ღირს ბევრად უფრო იაფი, ვიდრე ზოგიერთ ევროპულ ქვეყნებში. ყველაზე უფრო პოპულარუი ოპერაციებია: ბლეფაროპლასტიკა, რინოპლასტიკა და მკერდის გადიდება.

საორიენტაციო განფასებები ($)

  • მკერდის გადიდება: 6000 … 12000
  • რინოპლასტიკა: 4500 … 9000
  • ბლეფაროპლასტიკა: 1500 … 4000
  • ლიპოსაქცია: 3000 … 5500 ერთ ზონაზე
  • აბდომინოპლასტიკა: 6000 … 13000

თურქეთი

ქვეყანაში წელიწადში ტარდება დაახლოებით 300,000პლასტიკური ოპერაცია, კლინიკებში მუშაობენ 1,200-ზე მეტი სპეციალისტი პლასტიკური ქირურგიის საერთაშორისო ასოციაციის (ISAPS) მიერ სერთიფიცირებული. ყველაზე უფრო პოპულარული პროცედურებია: რინოპლასტიკა, მკერდის გადიდება, ლიპოსაქცია, თმის გადანერგვა.

საორიენტაციო განფასებები ($)

  • მკერდის გადიდება: 3000 … 5000
  • რინოპლასტიკა: 1500 … 6000
  • ბლეფაროპლასტიკა: 800 … 3500
  • ლიპოსაქცია: 1300 … 4000 ერთ ზონაზე
  • აბდომინოპლასტიკა: 1200 … 5000
  • თმის გადანერგვა: 1500 … 3500

სამი მიზეზი, რის გამოც უნდა ვენდოთ BOOKIMED

1 – სერთიფიცირებული კლინიკებისა და ნებისმიერი სპეციალიზაციის ექიმების დიდი არჩევანი. საიტზე თქვენ იპოვით კლინიკების აღწერასა და პაციენტების გამოხმაურებებს, რომლებმაც უკვე გამოიყენეს მათი შეთავაზებები(გამოქვეყნებული ავტორთა ნებართვით). ყველაზე უფრო მაღალი რეიტინგებით შეიძლება ტრაბახობდნენ:

  • JK პლასტიკური ქირურგიის ცენტრი (სეული, სამხრეთ კორეა);
  • LivHospital სამედიცინო ცენტრი (სტამბოლი, თურქეთი);
  • სამედიცინო ცენტრი ტეკნონი (ბარსელონა, ესპანეთი);
  • კლინიკა Asklepios Barmbek (ჰამბურგი, გერმანია);
  • კლინიკა Estetik International (სტამბული, თურქეთი).

2 – კონტროლი კლინიკის შერჩევის ეტაპზე: თქვენი სამედიცინო დოკუმენტები და სურათები გაეგზავნება ექიმს, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, დანიშნავს დიაგნოსტიკას და მოგცემთ უდავო პასუხს, შეძლებს თუ არა სასურველი შედეგის მოცემას.

3 – ფიქსირებული ფასი. ოპერაციის ღირებულება და სხვა ყველა დამატებითი მომსახურება თანხმდება გამგზავრებამდე და ხშირად არ იცვლება პროცესში.

1. კონსულტაციები და მკურნალობა უცხოეთში 2. პლასტიკური ქირურგია

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..