Deinococcus radiodurans

Deinococcus radiodurans (ლათ.) – Deinococcus-ის გვარის, გრამდადებითი, ექსტრემოფილური კოკი. წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მეტად მდგრად ბაქტერიას, მაიონიზირებელი რადიაციის მიმართ. ქემოორგანოჰეტეროტროფია, ობლიგატური აერობი. იზრდება მარტივ საკვებ არეზე. D. Radiodurans-ის შტამები გამოყოფილია სხვადასხვა სუბსტრატებიდან. ბაქტერიას აქვს უნარი გადარჩეს 10000 გრეი (ადამიანისათვის ლეტალური დოზა არის 5 გრეი, ნაწლავის ჩხირისათვის 2000 გრეი) დოზის პირობებში. D. Radiodurans-სი ასინთეზებს LEA-ცილებს, რომელიც რადიაციული გამოშრობის პირობებში, ხელს უშლის ცილების აგრეგაციას. 2003 წელს ამერიკელმა მეცნიერებმა აჩვენეს, რომ D. Radiodurans-სი, შეიძლება გამოყენებული იყოს, როგორც ინფორმაციული საცავი ბირთვული კატასტროფის შემთხვევაში. მეცნიერებმა სიმღერა „ეს პატარა მსოფლიო“ (ინგლ. It’s a Small World) გადათარგმნეს დნმ-ის სეგმენტებში, სიგრძით 150 ნუკლეოტიდური წყვილი და შეიყვანეს ბაქტერიაში. აღნიშნული ინფორმაცია,  უშეცდომოდ მიღებულ იქნა ბაქტერიის 100  თაობის მანძილზე.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.