სეპტურა / SEPTURA

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი:  საშარდე სისტემის ანთებითი პროცესების და შარდ-კენჭოვანი დაავადების სამკურნალო საშუალება

ათქ კლასიფიკაციის კოდი : G04BX

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
შემოგარსული ტაბლეტი: შეფუთვაში 30 და 60 ც.
1 ტაბ.
სამკურნალო მცენარეების სქელი ექსტრაქტების ნარევი:
რთული სქელი ექსტრაქტი არყის ხის ფოთლების(4-7:1), ოხრახუშის ფესვები, ლობიოს ნაყოფსაფარი….. 86.2 მგ
გვირილას ბალახის მშრალი ექსტრაქტი(7-9:1)………….. …………………….8 მგ
წითელი მოცვის ფოთლების მშრალი ექსტრაქტი(3-6:1)……………………………. 26 მგ
ლობიოს ნაყოფსაფარი, ფხვნილი……………………………………….. 78 მგ
კალიუმის ციტრატი………………….. ………………………… 19 მგ
ნატრიუმის ციტრატი……………………………………………… 16 მგ
დამხმარე ნივთიერებები: ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, საქაროზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი, კარტოფილის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი, საქაროზა, ტალკი, გაფრქვევით გამშრალი არაბული გუმფისი, ინდიგოტინი E 132, ჩაპოლ® 1295 (ფუტკრის თეთრი ცვილის E 901 და კარნაუბის ცვილის E 903 ნარევი).

ფარმაკოლოგიური თვისებები
სეპტურა არის ტრადიციული გამოყენების სამკურნალო პრეპარატი, რომელსაც გააჩნია ზომიერი შარდმდენი მოქმედება.

ჩვენებები:
გამოიყენება დამხმარე საშუალების სახით საშარდე სისტემის და შარდ-კენჭოვანი დაავადებების ინფექციებისას.  პრეპარატის ეფექტურობა აღნიშნული ჩვენებების შემთხვევებში დასტურდება ხანგრძლივი გამოყენებით და გამოცდილებით.

დოზირების რეჟიმი
მიიღება შიგნით 2 შემოგარსული ტაბლეტი დღეში 3-ჯერ ჭიქა წყალთან ერთად ან ექიმის ინდივიდუალური რეკომენდაციების შესაბამისად.
ექიმის კონტროლის ქვეშ შესაძლებელია გამოყენება დიდი ხნის განმავლობაში, ასევე სხვა პრეპარატებთან ერთად კომბინაციაში.

გვერდითი მოვლენები:
ნებისმიერი პრეპარტის მსგავსად, პრეპარატმა სეპტურამ შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები.
ამ დრომდე არ გამოვლენილა გვერდითი მოქმედებები.
პრეპარატში ოხრახუშის ფესვის ექსტრაქტის არსებობის გამო, რომელსაც გააჩნია პოტენციურად ფოტოსენსიბილიზაციის უნარი, არსებობს უმნიშვნელო ალბათობა იმისა, რომ ღია ფერის კანის ადამიანებში მზეზე ხარგძლივი ყოფნისას გამოვლინდეს კანის ცვლილებები.

უკუჩვენებები:
სეპტურას მიღება არ შეიძლება რთულყვავილოვანთა (Asteraceae იგივე Compositae)  ოჯახის მცენარეების მიმართ ან პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობის არსებობის შემთხვევაში.
პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება  შეშუპებების დროს, რომელიც გამოწვეულია გულის და თირკმლის უკმარისობით.
განსაკუთრებული სიფრთხილე პრეპარატის გამოყენებისას განსაკუთრებული ჯგუფის პაციენტებში: პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებში უსაფრთხო გამოყენების დამადასტურებელი მონაცემების არ არსებობის გამო.

ორსულობა და ლაქტაცია
უსაფრთხო გამოყენების დამადასტურებელი მონაცემების არ არსებობის გამო, არ არის რეკომენდირებული პრეპარტის გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს.

განსაკუთრებული მითითებები
ავტოტრანსპორტის მართვა და მექანიკური მოწყობილობების მოხმარება: პრეპარტის გამოყენება არ ახდენს ზეგავლენას ავტოტრანსპორტის და მექანიკური საშუალებების მართვის უნარზე.

ჭარბი დოზირება
პრეპარატის დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ არის ცნობილი.
პრეპარატის მაღალი დოზით გამოყენებისას და არასასურველი სიმპტომების გამოვლენისას აუცილებლად მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
აუცილებლად აცნობეთ ექიმს ყველა სამკურნალო პრეპარატის გამოყენების შესახებ, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატების შესახებ. სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება ამ დრომდე გამოვლენილი არ არის.

შენახვის პირობები და ვადა
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა: გარსით დაფარული ტაბლეტი №30; №60

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: HERBAPOL POZNAN,  პოლონეთი

გაფრთხილება