Lactobacillus acidophilus

Lactobacillus acidophilus (ლათ.) – Lactobacillus-ის გვარის ბაქტერია, გამოიყენება წარმოებაში Streptococcus salivarius და Lactobacillus delbrueckii subsp. bulgaricus-თან ერთად, სხვადასხვა აციდოფილური სასმელების მოსამზადებლად. L. Acidophilus-ი მეტად  გამძლეა მჟავა არეში (pH 4-5 და ნაკლები), ვიდრე სხვა ბაქტერიები. ოპტიმალურად იზრდება დაახლოებით 30 °C-ზე. L. acidophilus ბუნებრივად გვხვდება ადამიანის საჭმლის მომნელებლ ტრაქტს და ვაგინაში. ბაქტერია ახდენს ლაქტოზის და სხვა საქარიდების ფერმენტირებას რძემჟავამდე. L. acidophilus ჰომოფერმენტული ორგანიზმია, რომელიც მხოლოდ რძემჟავას წარმომქმნის. როგორც ბაქტერიების უმრავლესობა L. Acidophilus-ი ნადგურდება მაღალი ტემპერატურის და მზის პირდაპირი სხივების პირობებში.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.