სილიმარინი ექსტრა ფორტე /Silimarin extra forte

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები

ინგრედიენტები: ბაყაყურას ნაყოფის (შილყბუმ მარიანუმ) მშრალი ექსტრაქტი, სტანდარტიზირებული 80% სილიმარინამდე; კაფსულა: ჟელატინი; სტაბილიზატორი: ლაქტოზას მონოჰიდრატი; შეტკეპნის საწინააღმდეგო ნივთიერება: ტალკი და მაგნიუმის სტეარატი.

დახასიათება:
ბაყაყურას ნაყოფი (შილყბუმ მარიანუმ) შეიცავს სილიმარინს, რომელიც წარმოადგენს ფლავონიდების კომპლექსს, რომელთა შემადგენლობაში შედის სილიბონი, სილიდიანინი და სილიკრისტინი, რომლებიც ახდენენ ზემოქმედებას ჰეპატოციტურ მემბრანაზე, ამცირებენ რა მის გამტარობას.
სილიმარინი ხელს უწყობს ცილების სინთეზს ჰეპატოციტების დონეზე, ხელს უწყობს ღვიძლის ქსოვილის ნორმალურ რეგენერაციას და დაზიანებული უჯრედების ჩანაცვლებას.
ფლავონიდები იცავენ ორგანიზმს ჟანგვითი რეაქციებისაგან, პირდაპირი ზემოქმედების გზით, ასევე გლუტატიონის სინთეზის სტიმულირების გზით, ხელს უშლიან რა თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებას, რომელთა გენერირება ხდება ჰეპატოტოქსიკური ნივთიერებებით ან ანთებითი პროცესებით.

დოზირება:
მიიღება 1-2 კაფსულა დღეში პერორალურად.
დოზები ბავშვებისთვის რეკომენდირებული უნდა იქნას ოჯახის ექიმის ან პედიატრის მიერ.

აღწერა შემადგენლობა/კაფსულა
(0.483
)
ბაყაყურას ექსტრაქტი

სილიმარინი

375 მგ*

300 მგ

კალორიები 1.47 kJ = 0.35 kcal
ცხიმი (გ) 0
ცილა (გ) 0.082
ნახშირწყლები (გ) 0.004

*საკვები ნივთიერებების პროცენტული შემცველობის მაჩვენებელი არ არის დადგენილი

გაფრთხილება
ინახება სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დღიურ დოზას.
საკვებმა დანამატმა არ უნდა შეცვალოს მრავალფეროვანი და დაბალანსებული რაციონი და ჯანსაღი ცხოვრების წესი.
პრეპარატი უკუნაჩვენებია პირებისათვის ალერგიით მცენარეებისადმი  ფარსმანდუკის/რთულყვავილოვანთა ოჯახიდან, ან მომატებული მგრძნობელობით მოცემული პროდუქტის რომელიმე ინგრედიენტისადმი, 3 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებში, საკვერცხის კისტის, ენდომეტრიოზის ან დეკომპენსირებული ციროზის შეთხვევებში.
საჭიროა სიფრთხილის დაცვა დიაბეტის და ჰიპოგლიკემიის დროს. შესაძლებელია პროდუქტის ურთიერთქმედება ორალურ კონტრაცეპტივებთან და ინფექციის საწინააღმდეგო პრეპარატებთან (მეტრონიდაზოლი).
პროდუქტი შეიცავს ლაქტოზას! ლაქტოზისადმი აუტანლობის მქონე პირებმა უნდა დაიცვან სიფრთხილე მოცემული საკვები დანამატის მიღებისას.
ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს ჩაიტარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან მოცემული დანამატის მიღების შესახებ.
ინახება 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე ორიგინალურ შეფუთვაში.
ვარგისიანობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე (EXP).

შეფუთვა: მუყაოს კოლოფი, რომელიც შეიცავს 3 ბლისტერს 10 ტაბლეტით თითოეულზე.

გამოშვების ფორმა: კაფსულა #30

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: Laropharm Pharmaceutical Industry, რუმინეთი

გაფრთხილება