Methylobacterium

Methylobacterium  (ლათ.) –
ბაქტერიების გვარი,  Methylobacteriaceae-ს ოჯახიდან. გრამუარყოფითი ჩხირები. ნაწილობრივ პლეომორფულები, შეუძლიათ განტოტვა, რაც განსაკუთრებით მობერებული უჯრედებისათვის არის დამახასიათებელი. აგარის მინერალურ არეზე, ისინი წარმოქმნიან ვარდისფერ კოლონიებს (კაროტიდული ფერმენტის სინთეზის გამო), არ იღებება. სახეობა М. nodulans-ი მოძრაობს პოლარულად განლაგებული ერთადერთი შოლტის საშუალებით. მკაცრი აერობებია, ჟანგბადი ემსახურება ელექტრონების ტერმინალურ აქცეპტორად. კატალაზა – ურეაზა-, და ოქსიდაზადადებითებია. ზოგიერთ შტამს შეუძლია ნიტრატის რედუქცია. მეზოფილებია და ქემოორგანოჰეტეროტროფებია. არ საჭიროებენ ზრდის ფაქტორებს. იზრდებიან ფორმალდეჰიდზე (მიკრომოლარულ კონცეტრაციებში), ფორმიატსა და მეთანოლში. ზოგიერთი შტამი იზრდება მეთილირებულ ამინებსა და მეთანოლში. ბუნებაში ფართო არიან გავრცელებულები.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.