ურსობილი – URSOBIL

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

საერთაშორისო დასახელება: ურსოდეოქსიქოლის მჟავა/ursodeoxycholic acid

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰეპატოპროტექტორული  საშუალება, ნაღვლმდენი  და  ქოლელითიაზური მოქმედებით.

რაოდენობრივი დთვისობრივი შემადგენლობა: ყოველი 150მგ-იანი კაფსულა შეიცავს
აქტიურ ინგრედიენტს ურსოდეოქსიქოლიურ მჟავას -150მგ

თერაპიული ჩვენება:
ნაღვლის წარმოქმნის რაოდენობრივი და თვისობრივი ცვლილებები, აგრეთვე ქოლესტერინის მაღალი შემცველობა ნაღველში – ახდენს ქოლესტერინის კენჭების წარმოქმნის ინჰიბირებას, აგრეთვე ქმნის კენჭების დაშლისათვის საჭირო გარემოს.
ამ წამლის ჩვენებას წარმოადგენს მოფუნქციონირე ნაღვლის ბუშტში კენჭის არსებობა ან ნაღვლის საერთო სადინარში კენჭის მოხვედრა, ან კვლავწარმოქმნა ოპერაციის შემდგომ. ბილიარული დისპეპსია.

გამოყენების წესი:
ხანგრძლივი დროის განმავლობაში: იმისათვის რომ შემცირდეს ნაღვლის ლითოგენური თვისებები, დღიური დოზა უნდა იყოს 5-10მგ/კგ დღეში 2-3-ჯერ.
არსებული კენჭების დაშლისათვის საჭირო გარემოს შესაქმნელად – 4-6 თვის განმავლობაში, 12-თვემდე. დისპეპსიური სინდრომის დროს და შემანარჩუნებელი თერაპიის შემთხვევაში, გაყოფილი დღეში 2-3 მიღებად განაწილებული 300მგ დღიური დოზა არის საკმარისი. ოპტიმალური დოზა შეიძლება იყოს შერჩეული მკურნალი ექიმის მიერ, პროდუქტის მაღალი ტოლერანტობა იძლევა შედარებით მაღალი დოზის დანიშვნის შესაძლებლობას. პრეპარატი უნდა იქნეს მიღებული ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ.

უკუჩვენება:
* ურსობილი უკუნაჩვენებია პროდუქტის მიმართ ანამნეზში ჰიპერმგრძნობელობის არსებობის შემთხვევაში.
* უკუნაჩვენებია ორსულებსა და კუჭისა და თორმეტგოჯას წყლულით დაავადებულ პაციენტებში.

ჰიპერდოზირება:
4გ-ზე მეტი დოზის მიღების შემთხვევა არ არის ცნობილი.
დაუდევრობის შედეგად დიდი დოზის მიღების შემთხვევაში, ნაჩვენებია დეზინტოქსიაციისათვის საჭირო ზომების მიღება, და ქოლესტირამინის დანიშვნა, რადგან ამ ნივთიერებას ბაქტერიული მჟავების ქელატირების უნარი აქვს.

შეუთავსებლობა:
სხვა პრეპარატებთან შეუთავსებლობა არ აღინიშნება

ვარგისიანობა:
კაფსულა 150 მგ: 60 თვე
კაფსულა 250 მგ: 60 თვე
ტაბლეტი 300 მგ: 36 თვე

წამლის ფორმა: 150 მგ კაფსულა; 250 მგ კაფსულა; 300 მგ ტაბლეტი

გაფრთხილება