მცენარეების მოვლა ადრე გაზაფხულზე

♦ ნებისმიერი სახისა თუ ჯიშის  მცენარეების თესლების გამოწერა შეგიძლიათ უშუალოდ მწარმოებლებისაგან ინტერნეტ-მაღაზია „ამაზონის“ მეშვეობით. გამოსაწერად დააკლიკეთ აქ >>>>

♦ შეგახსენებთ:
► როგორ უნდა გამოიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია „ამაზონიდან“ ?
► როგორ შევარჩიოთ ყველაზე რეიტინგული საქონელი ,,ამაზონზე” ?
►„ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები


მცენარეების მოვლა ადრე გაზაფხულზე

გაზაფხულის დამდეგი ზამთრიდან გაზაფხულისკენ გარდამავალი პერიოდია. დღე იმატებს, მზე უფრო და უფრო მეტად ანათებს და ათბობს, განსაკუთრებით – შუადღისას. ხელოვნური განათება საჭირო აღარ არის. სითბოს მოყვარული, მაგრამ ჩრდილგამძლე ყვავილები ინტენსიურად იწყებენ ზრდას, სინათლის მოყვარულები კი არ ჩქარობენ, რადგან მზის შუქი ჯერ კიდევ არ ჰყოფნით. სჯობს, ქოთანი ფანჯარასთან ახლოს იდგეს. ოთახის მცენარეთა უმრავლესობა ადრე გაზაფხულზე ჯერ კიდევ ისვენებს, ამიტომ მორწყვა მხოლოდ მაშინ სჭირდება, როცა მიწის ზედა შრე შეშრება. მოსარწყავად სჯობს გადადუღებული წყალი, რომლის ტემპერატურაც ოთახისაზე ოდნავ (1-20ჩ-ით) მაღალი იქნება.
აზალიების, კამელიების, კაქტუსების ქოთნებში მიწის ზედაპირზე დასატენიანებლად შეიძლება თოვლი დავდოთ. ფოთლები მტვრისგან სისტემატურად უნდა გაიწმინდოს სველი, კარგად გაწურული ნაჭრით. თუ ამჩნევთ, რომ ფოთოლი დაშვებულია, უმჯობესია, სული შეუბეროთ ან რბილი ფუნჯით გაწმინდოთ.

ქოთანში მიწაც უნდა გაფაშრდეს. მცენარეს ღეროები და ფოთლები პერიოდულად უნდა დაბანოთ. სასურველია, წყალში ცოტაოდენი სარეცხის საპონი გახსნათ. აუცილებელია ოთახის რეგულარული განიავება, განსაკუთრებით – მზიან დღეებში, თუმცა უნდა ვერიდოთ ორპირ ქარს, რომელიც მცენარეთა უმრავლესობისთვის ძალიან საშიშია. არ არის სასურველი თბილი, მშრალი ჰაერი, რომელიც გამათბობლებიდან იფრქვევა და თებერვალში, ტემპერატურის მატებისას, უფრო შესამჩნევი ხდება. ტენიანობის მომატების მიზნით მცენარეს ნამავენ, ქოთნის სადგამზე ნესტიან ქვიშას ან ხავსს ათავსებენ.

აზალიებს, ჰიპერასტრუმებს, სენპოლიებს, ორქიდეებს, რომლებიც ყვავილობენ, ძალიან ფრთხილად რწყავენ ოთახის ტემპერატურის წყლით, ისე, რომ მიწას არც წყალი მოადგეს და არც გამოშრეს. ამ მცენარეებს თვეში ერთხელ შეიძლება მივაწოდოთ მინერალური ან ორგანული სასუქიც, ოღონდ – ძალიან განზავებული. სუკულენტებს (კაქტუსებს, ალოეს და ა. შ.) ადრე გაზაფხულზე იშვიათად, ასე თვეში ერთხელ რწყავენ, ისიც – მზიან დღეებში. მათი ქოთანი ძალიან ნათელ და ცივ ადგილას უნდა დავდგათ. მიუხედავად იმისა, რომ დღე იმატებს, ძალიან სასარგებლო იქნება დამატებითი დასხივება მცენარის წვეროდან 15-25 სანტიმეტრით დაშორებული ლუმინესცენციური ნათურით. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ მცენარეებსაც, რომლებიც ჯერ კიდევ ისვენებენ. მათ დროულად უნდა მოვაცილოთ დაზიანებული ნაწილები, ძველი ფესვები, გადავრგოთ ახალ მიწაში, მოვრწყოთ და თბილ ადგილას მივუჩინოთ ბინა.


>>> თესლები