ოთახის მცენარე და სუფთა ჰაერი

♦ ნებისმიერი სახისა თუ ჯიშის  მცენარეების თესლების გამოწერა შეგიძლიათ უშუალოდ მწარმოებლებისაგან ინტერნეტ-მაღაზია „ამაზონის“ მეშვეობით. გამოსაწერად დააკლიკეთ აქ >>>>

♦ შეგახსენებთ:
 როგორ უნდა გამოიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია „ამაზონიდან“ ?
 როგორ შევარჩიოთ ყველაზე რეიტინგული საქონელი ,,ამაზონზე” ?
►„ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები


ოთახის მცენარე და სუფთა ჰაერი

ნორმალური განვითარებისა და ზრდისთვის ოთახის მცენარეთა უმრავლესობას სუფთა, ახალი, ნორმალურად დატენიანებული ჰაერი სჭირდება. ამ თვალსაზრისით შედარებით
ით ნაკლებად მომთხოვნი არიან ტროპიკული მცენარეები. მშრალი ჰაერი აფერხებს ფოტოსინთეზის პროცესს – დაბალი ტენიანობისას ფოთლის ბაგეები იხურება, რაც აორთქლებასა და ნახშირორჟანგის შთანთქმას აქვეითებს. გარდა ამისა, ზედმეტად მშრალი გარემო მცენარეს ზრდასა და განვითარებაში ხელს უშლის, ამიტომ ყვავილების მფლობელებს ურჩევენ, გამუდმებით იზრუნონ ოთახში ჰაერის სათანადო დატენიანებაზე – ზამთარში გამათბობლებთან დადგან წყლიანი ჭურჭელი, ხოლო ზაფხულში მცენარე დანამონ.
მცენარისთვის აუცილებელია ჟანგბადით მდიდარი ჰაერი. უნდა ვიცოდეთ, რომ მისი ყველა ნაწილი, ფესვის ჩათვლით, სუნთქავს. სუნთქვის ინტენსივობა ზრდა-განვითარების სხვადასხვა ეტაპზე განსხვავებულია – ახალგაზრდა მცენარეები უფრო აქტიურად სუნთქავენ, ვიდრე ასაკოვნები. სუფთა ჰაერით მწვანე მცენარეების უზრუნველყოფისთვის ოთახი რეგულარულად უნდა გავანიავოთ, გაზაფხულზე და ზაფხულში – უფრო ინტენსიურად, წლის ცივ პერიოდში კი სიფრთხილე გვმართებს – ოთახის მცენარეები მეტად მგრძნობიარენი არიან ცივი ჰაერის პირდაპირი ზემოქმედების მიმართ, ამიტომ ოთახის განიავებისას მის მწვანე ბინადარს მუყაოს კოლოფი ან პოლიეთილენის პარკი უნდა დავახუროთ. ოთახში, სადაც მცენარეს მივუჩენთ ბინას, ჰაერი მტვრიანი და დაბინძურებული არ უნდა იყოს. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ზოგიერთი მათგანი, მაგალითად, გვიმრა და სენპოლია, თამბაქოს კვამლს ვერ იტანს და თუ მწეველი ბრძანდებით, მათი ჯანსაღი ეგზემპლარების გამოზრდა გაგიჭირდებათ.


>> თესლები

..

Share this...Share on Facebook
Facebook