წინდაცვეთა და სქესობრივი ცხოვრება

აღმოსავლეთის ხალხებში დღემდე არსებობს სასქესო ასოს თავზე კანის მოჭრა, რაც დაკავშირებულია რელიგიურ ჩვეულებასთან. იგი ნეგატიურ გავლენას ახდენს სქესობრივ ცხოვრებაზე ისევე, როგორც ქალის პატარა ბაგეების რიტუალური მოჭრა, რომელიც გავრცელებულია ზოგიერთ აფრიკულ ტომში, ხოლო უძველეს დროს თურქეთშიც იყო მიღებული.

კანის ამ ნაწილის დანიშნულებაა, რომ დაიცვას სასქესო ასოს თავზე ნერვული დაბოლოებები ზედმეტი ხახუნისა და დაშავებისაგან. კანის ამ ნაწილის ერთადერთი სამედიცინო მოთხოვნილებაა მისი სისუფთავე, რისთვისაც საჭიროა ყოველდღიურად პენისის თავის თბილი წყლითა და საპნით დაბანა და რბილად გამშრალება. 

წინდაცვეთის გამო პენისის თავის ნაზი და მგრძნობიარე კანი უხეშდება და კარგავს სქესობრივი შეგრძნებების სიმძაფრეს. იგი უარყოფითად მოქმედებს ქალის სქესობრივ შეგრძნებებზეც.

► შეგახსენებთ! თუკი ,,ამაზონზე” გსურთ რაიმე საქონლის შეძენა, ჩვენი საიტიდან ….შესვლის შემთხვევაში მიიღებთ ფილტრირებულ ინფორმაციას აქციებისა და ….ფასდაკლებების გათვალისწინებით.

აღნიშნული კანის ნაწილი სქესობრივი აქტის დროს საშოს კედლებზე ასოს ხახუნისას ძლიერ აღმგზნები საშუალებაა, როგორც ქალის, ისე მამაკაცისათვის. საშოს კედლები ასოს მოქმედების უმცირეს ცვლილებებზეც კი ძლიერ რეაგირებენ. ამის დამამტკიცებელია ის ფაქტი, რომ პენისის უბრალო პულსაცია მისი უძრაობის დროსაც კი საშოში ზოგიერთ ქალში იწვევს ორგაზმს.

განვიხილოთ კანის ამ ნაწილის აღგზნების ხასიათი. ცნობილია, რომ საშოს კედლებს სქესობრივი აქტისა და ორგაზმის დროს შეუძლიათ მკვრივად შემოეჭდონ პენისს. სასქესო ასოს მოძრაობის დროს მისი კანის დაბოლოება ქმნის ასოს ძირისაკენ შესქესლებულ მრგვლოვან ნაწილს. ეს ნაწილი ეხახუნება საშოს კედლებს და იწვევს საშოს კუნთების მასაჟს, რომელიც განსაკუთრებით მძაფრი ვნებების ქალებში წარმოშობს ტალღისებურ მოძრაობას და ზრდის მამაკაცის აღგზნების ხარისხს. უკან მოძრაობისას პენისის ჩუჩის დაბოლოება იშლება და ეფარება ასოს თავს, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ქალის აღგზნებას.

ვიმეორებთ, რომ ამას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ქალის სქესობრივი აპარატის აღგზნებისა და სიამოვნების გაზრდისათვის. ზემოთ ნათქვამი ამტკიცებს, თუ რა შედეგი მოაქვს სქესობრივ ცხოვრებაზე წინდაცვეთის ჩვეულებას.

რ. სტრიტი ,,სქესობრივი ცხოვრების კულტურა”

♦ როგორ გამოვიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”
♦ სექსოლოგია >>>

..