ჭუმბურიძე ვახტანგ

ჭუმბურიძე ვახტანგ-მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თერაპიის ეროვნული ცენტრის კარდიოლოგიისა და კლინიკური ფარმაკოლოგიის განყოფილების უფროსი, დირექტორის მოადგილე. ინტერნისტთა ქართული საზოგადოების ვიცე–პრეზიდენტი, კარდიოლოგთა ქართული საზოგადოების პრეზიდიუმის წევრი, კარდიოლოგთა ევროპული საზოგადოების წევრი, ჰიპერტენზიის ამერიკული საზოგადოების წევრი. სამეცნიერო მიმართულებები: კლინიკური კარდიოლოგია და კლინიკური ფარმაკოლოგია; გულის იშემიური დაავადებების მედიკამენტოზური მკურნალობა ანტიანგინალური და ანტიარითმიული პრეპარატებით; მეტაბოლური თერაპია, სისხლის მიმოქცევის სისტემის უკმარისობით დაავადებული პაციენტების მკურნალობა, არაკორონალური წარმოშობის დაავადებათა გამოკვლევა (კარდიომიოპათია და მიოკარდიტი); კარდიოვასკულარული პრეპარატების კლინიკური ფარმაკოლოგია, ფარმაკოდინამიკა და ფარმაკოკინეტიკა. შრომების სრული სია გამოქვეყნებულია ,,ქართულ ფარმაცევტულ საიტზე  . არის ,,ქართული სამედიცინო ენციკლოპედიის” სარედაქციო კოლეგიის წევრი

Share this...Share on Facebook
Facebook