რეკლამის ახალი კონცეფცია

რატომ არის ინტერნეტრეკლამა შედარებით არაეფექტური საქართველოში?

ინტერნეტ–რეკლამა, ღირებულებასთან ფარდობით, მთელ მსოფლიოში რეკლამის ერთ–ერთ ყველაზე ეფექტურ სახედ ითვლება. საქართველოში კი, პრაქტიკამ აჩვენა, იგი რეკლამის შემკვეთთა უმეტესობას თითქმის არავითარ შედეგს არ აძლევს.
ამას მრავალი მიზეზი აქვს, მაგრამ მთავარი მიზეზი არის საიტზე შემომსვლელთა  (ვიზიტორთა) რაოდენობაზე ორიენტირება, რომლებსაც მრიცხველები აფიქსირებენ.

თავი დავანებოთ იმის განხილვას, რამდენად ობიექტური მრიცხველები დგას მრავალ ქართულ საიტზე. დაუშვათ დგას, პრესტიჟული უცხოური მრიცხველი, რომელიც  ვიზიტორებს სწორად აფიქსირებს. ეს პრინციპულად არ ცვლის სიტუაციას, შემდეგი მიზეზის გამო:

  • უამრავი, ინტერნეტული და არააინტერნეტული  მეთოდი არსებობს, რათა საიტზე შემომსვლელთა რაოდენობა გაიზარდოს. ინტერნეტშიც უამრავია ამგვარი რჩევები, უფრო მეტიც საკმაოდ მძლავრად განვითარდა საიტზე ვიზიტორთა ”შემოტყუების” ინდუქსტრია. ამგვარი ვიზიტორი სწრაფად ტოვებს საიტს და თქვენ ვერ ღებულობთ რეალურ, დაინტერესებულ მკითხველს, თუმცა საკმაოდ დიდია იმ ვიზიტორთა რაოდენობა, რომლებმაც ”შემოიჭყიტეს საიტზე და სწრაფად გაიხურეს კარი”.

ინტერნეტ–რეკლამის მიცემამდე, აუცილებლად შეამოწმეთ:

  • რომელი და რამდენად მდგრადი მრიცხველები დგას საიტზე , რომელზეც  რეკლამას ანთავსებთ . რამდენად  შესაძლებელია მათი გაყალბება?
  • არის თუ არა მრიცხველების მაჩვენებლები ღია? ჩანს თუ არა საიდან   შედიან ვიზიტორები ? ეს საშუალებას მოგცემთ სწრაფად აღმოაჩინოთ   ვიზიტორთა ”შემოცდუნების”  ლოგიკურ ხაზი. თუკი კარგად გაანალიზებთ მრიცხველების მონაცემებს, მასში აუცილებლად იპოვით საეჭვო წერტილებს.
  • შეამოწმეთ რომელ გვერდზე, და საერთოდ მთელ საიტზე რამდენი დრო   დაყო ”ვიზიტორმა”. თუ მან უცებ ”გაიხურა კარი” რა აზრი აქვს მის   ვიზიტს?
  • ინტერნეტ–რეკლამის მიცემის დროს, ორიენტირება გააკეთეთ გვერდის   შინაარსზე. სპეციალისტისათვის მარტივი დასანახია, რომელ გვერდს  ვინ მკითხველი ყავს და რომელ გვერდზე  რეკლამა მისცემს მას რეალურ   ეფექტს.

ჩვენი კონცეფცია

ჩვენ გთავაზობთ სრულიად ახალ კონცეფციას – შედეგზე ორიენტირებულ რეკლამას. ”შედეგს” ჩვენ ვუწოდებთ არა ვიზიტორთა რაოდენობას, არამედ  თქვენი მომსახურებისა და საქონლის გაყიდვების  რეალურ ზრდას. ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ „შემკვეთს“ არ უნდა ქონდეს ხარჯი, მაგრამ კონტრაქტი უნდა ითვალისწინებდეს საზრაურის დიდი ნაწილის გადახდას შედეგის მიხედვით.

კონსულტაციებისათვის მოგვმართეთ: Caumednet@gmail.com; 577 235 400

<<< წინა გვერდი; მომდევნო გვერდი >>>

..