ოტომიკოზი

ოტომიკოზი otomycosis

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

ოტომიკოზი დაავადება, რომელიც განპირობებულია გარეთა სასმენი მილის კედლებზე (ზოგჯერ დაფის აპკზეც) სხვადასხვა სახის ქსლისებრი სოკოების განვითარებით. ხელშემწყობი ფაქტორებია ტენიანი გარემო, წინამორბედი ჩირქოვანი შუა ოტიტი, ანტიბიოტიკების ხანგრძლივი და არარაციონალური გამოყენება და სხვ.

ოტომიკოზი  სიმპტომები, მიმდინარეობა. ტკივილი, ქავილი სასმენ მილში, ყურის ნიჟარისა და სასმენი მილის კანის მომატებული მგრძნობელობა, თავის ტკივილი დაზიანებული ყურის მხარეზე, ხმაური ყურში, ყურში სისავსისა და დაცობის შეგრძნება. დათვალიერებით ჩანს, რომ სასმენი მილი შევიწროებულია მთელ სიგრძეზე, მისი კედლები მაცერირებული და ჰიპერემიულია (ნაკლებად, ვიდრე ბაქტერიული ოტიტების დროს). გამონადენი უმრავლეს შემთხვევაში ზომიერია, აქვს სხვადასხვა შეფერილობა (მორუხო-შავი, მოშავო-ყავისფერი, მოყვითალო ან მომწვანო) და დამოკიდებულია სოკოს სახეზე, რომელიც იწვევს დაავადებას; გამონადენს როგორც წესი, სუნი არ აქვს. ავადმყოფთა უმრავლესობაში დაფის აპკი ჰიპერემიული, ინფილტრირებულია; ზოგჯერ ჩანს ხვრელი დაფის აპკში. იშვიათად პათოლოგიური პროცესი სცილდება გარეთა სასმენი მილის საზღვრებს და გარეთა ყურსაც კი (სახის კანი, კისერი). კლინიკური გამოჯანმრთელების შემდეგ ზოგჯერ აღინიშნება რეციდივები.

ოტომიკოზი დიაგნოზის დადგენა ხდება ოტოსკოპიითა და გარეთა სასმენი მილის გამონადენის მიკოლოგიური გამოკვლევების მონაცემებით.

ოტომიკოზი დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება კანდიდამიკოზთან (საფუარისებრი სოკოებით დაზიანება) და გარეთა ყურის სხვა ეტიოლოგიის დერმატიტებთან.

ოტომიკოზი მკურნალობა მკაცრად ინდივიდუალურია ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობის, დაავადების კლინიკური სურათისა და სოკოს სახეობის გათვალისწინებით. კარგ ეფექტს ღებულობენ სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატების ადგილობრივი დანიშვნით. ჩვენების მიხედვით ინიშნება მადესენსიბილიზირებელი მკურნალობა.

ოტომიკოზი პროგოზი დროული დიაგნოსტიკისა და სოკოს საწინააღმდეგო ინტენსიური თერაპიის დროს კეთილსაიმედოა.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებები