მწვერვალოვანი პერიოდონტიტი

მწვერვალოვანი პერიოდონტიტი apical periodontitis

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

მწვერვალოვანი პერიოდონტიტი კბილის ფესვის მწვერვალის ირგვლივი ქსოვილების ანთება.

მწვერვალოვანი პერიოდონტიტი ეტიოლოგია ინფექცია (სტაფილოკოკი, სტრეპტოკოკი, ანაერობი), მექანიკური ტრავმა, მათ შორის მიკროტრავმა, ქიმიური ტრავმა.

მწვერვალოვანი პერიოდონტიტი პათოგენეზი.  პულპიდან ანთებითი პროცესის გავრცელება მწვერვალის ხვრელის გავლით. ნერვულ-სისხლძარღვოვანი კონის დაზიანება მიკროტრავმის დროს; გარკვეული მნიშვნელობა აქვს მიკრობულ და წამლისმიერ სენსიბილიზაციას.

მწვერვალოვანი პერიოდონტიტი – სიმპტომები, მიმდინარეობა. მწვავე პერიოდონტიტი ვლინდება მკვეთრი ტკივლით კბილის არეში, რომელიც ძლიერდება მასთან შეხებისას. აღინიშნება ტუჩის, ლოყის შესიება. ღრძილი შეშუპებული, ჰიპერემიული, ინფილტრირებულია; კბილი პათოლოგიურად მოძრავია. ყბისქვეშა ლიმფური კვანძები გადიდებული და მტკივნეულია პალპაციით, ტემპერატურა მომატებულია 37-37,5 0 C-მდე. შესაძლებელია წარმოიქმნას გართულებები ყბის აბსცესის, ფლეგმონის სახით. ქრონიკული პროცესი მიმდინარეობს დუნედ: წარმოიქმნება უხერხული გრძნობა ჭამის დროს, არასასიამოვნო სუნი პირიდან, ზოგჯერ ფისტულები. პერიოდულად პერიოდონტიტი მწვავდება. დაზიანებულ კბილში აღინიშნება კარიესული ღრმული ან ბჟენი. პულპა ნეკროტიზულია. პროცესის ტრავმული წარმოშობის დროს კბილის გვირგვინი ინტაქტურია. დაავადებამ შესაძლოა გამოიწვიოს ყბის ცისტის განვითარება; წარმოადგენს ორგანიზმის სტრეპტოკოკური სენსიბილიზაციის წყაროს.

მწვერვალოვანი პერიოდონტიტი – მკურნალობა. მწვავე პროცესი მოითხოვს სასწრაფო ჩარევას – ენდოდონტული ინსტრუმენტით გადიან კბილის ფესვში, ხსნიან მწვერვალის ხვრელს და ქმნიან ექსუდატის გამოდენის შესაძლებლობას.  აბსცესის შემთხვევაში მას გაკვეთენ. გამოხატული ზოგადი მოვლენების დროს ინიშნება ანტიბიოტიკები. ქრონიკული მიმდინარების დროს ტარდება ფესვის არხების გაფართოება, მათი ანტიმიკრობული დამუშავება, კერაზე მედიკამენტებით ან ფიზიკური მეთოდებით ზემოქმედება. მკურნალობა სრულდება არხების დაბჟენით. გამოიყენება მკურნალობის ქირურგიული მეთოდებიც – კბილის ექსტრაქცია, ფესვის მწვერვალის რეზექცია, კბილის რემპლანტაცია.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

კბილებისა და პირის ღრუს დაავადებები