ვირილური სინდრომი

ვირილური სინდრომი – ქალებში მამაკაცის მეორადი სასქესო ნიშნების გაჩენა, რაც განპირობებულია ქალის ორგანიზმში მამაკაცის სასქესო ჰორმონების შემცველობის მომატებით.

ვირილური სინდრომისიმპტომები. სახეზე, კიდურებზე, ზურგზე, გულმკერდზე, მუცელზე თმის ზრდა, თმის დაცვენა თავიდან მამაკაცური ტიპით, ხმის ტემბრის ცვლილება, მამაკაცისათვის დამახასიათებელი აგებულება, სარძევე ჯირკვლების ატროფია, მენსტრუალური ციკლის დარღვევები ოლიგომენორეის გამო ამენორეამდე, კლიტორის ჰიპერტროფია და ვირილიზაცია, საშვილოსნოს შემცირება, ენდომეტრიუმისა და საშოს ლოროწოვანი გარსის ატროფია. სისხლში მატულობს ტესტოსტერონის დონე, ასევე მატულობს შარდთან ტესტოსტერონისა და 17-კეტოსტეროიდების ექსკრეცია.

ვირილური სინდრომიმკურნალობა საკვერცხეების ან თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნეების დროს ქირურგიულია.

ენდოკრინული სისტემის დაავადებები


2. ლალი დათეშიძეარჩილ შენგელიასამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ვირილური სინდრომი – ქალებში მამაკაცის მეორადი სასქესო ნიშნების გაჩენა, განპირობებული ქალის ორგანიზმში მამაკაცის სასქესო ჰორმონების შემცველობის მომატებით. ასევე თირკმელზედა ჯირკვლების, საკვერცხეების ფუნქციის დარღვევებით, ანდროგენებით ხანგრძლივი მკურნალობის შედეგად. სიმპტომები. სახეზე, კიდურებზე, ზურგზე, გულმკერდზე, მუცელზე თმის ზრდა, თმის დაცვენა თავიდან მამაკაცური ტიპით, ხმის ტემბრის ცვლილება, მამაკაცისათვის დამახასიათებელი აგებულება, სარძევე ჯირკვლების ატროფია, მენსტრუალური ციკლის დარღვევები ოლიგომენორეის გამო ამენორეამდე, კლიტორის ჰიპერტროფია და ვირილიზაცია, საშვილოსნოს შემცირება, ენდომეტრიუმის და საშოს ლოროწოვანი გარსის ატროფია. სისხლში მატულობს ტესტოსტერონის დონე, ასევე მატულობს შარდთან ტესტოსტერონისა და 17 – კეტოსტეროიდების ექსკრეცია. მკურნალობა საკვერცხეების ან თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნეების დროს ქირურგიულია.

გაფრთხილება!


 

 

 

Share this...Share on Facebook
Facebook