საკვერცხის აპოპლექსია

საკვერცხის აპოპლექსია სისხლჩაქცევა საკვერცხეში, რასაც თან ახლავს მისი გასკდომა და სისხლდენა მუცლის ღრუში. წარმოიქმნება ანთებითი პროცესების ფონზე სისხლძარღვების პათოლოგიური ცვლილებების შედეგად (ვარიკოზული გაფართოება, სკლეროზი). ხშირად ვითარდება ოვუალაციის მომენტში ან ყვითელი სხეულის ვასკულარიზაციის სტადიაში (ციკლის შუა და მეორე ფაზა). მაპროვოცირებელი ფაქტორებია ტრავმა, სიმძიმის აწევა, მძაფრი სქესობრივი აქტი.


♥  ქალის ჯანმრთელობის ,,ამაზონის” განყოფილება >>
ოჯახის დაგეგმვის ტესტები
ქალის მოვლის საშუალებები
მენოპაუზის დროს გამოსაყენებელი საშუალებები
მენსტრუალური ტკივილის შესამსუბუქებელი საშუალებები
ვიტამინები პრენატალური (მშობიარობის წინა) პეიოდისათვის
საფუარის სოკოთი გამოწვეული ინფექციების დროს გამოსაყენებელი საშუალებები

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>


საკვერცხის აპოპლექსია – სიმპტომები, მიმდინარეობა

კლინიკური სურათი წარმოდგენილია შინაგანი სისხლდენითა და ტკივილით (მწვავე მუცელი). დიაგნოსტიკა საკმაოდ რთულია, ვინაიდან მსგავსი მოვლენები აღინიშნება ასევე საშვილოსნოსგარე ორსულობის დროს.

საკვერცხის აპოპლექსია – მკურნალობა

სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია. გამოხატული შინაგანი სისხლდენისა და კოლაფსის არარსებობისას შესაძლებელია კონსერვატული მკურნალობა (სიმშვიდე, ყინული მუცელზე). შინაგანი სისხლდენის სიმპტომების ზრდის დროს ნაჩვენებია ოპერაცია – ლაპარატომია, საკვერცხის რეზექცია; ამავდროულად აუცილებელია შეივსოს სისხლის დეფიციტი (რეტრანსფუზია, დონორის სისხლის, სისხლშემცვლელების გადასხმა); საჭიროების მიხედვით შეჰყავთ გულ-სისხლძარღვთა საშუალებები. გადასვლა >> გინეკოლოგიური დაავადებები


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

საკვერცხის აპოპლექსია

.