ჩვეული ამოვარდნილობა habitual [relapsing] dislocation
ჩვეული ამოვარდნილობა – წარმოიქმნება პირველი ამოვარდნილობის ჩასწორების შემდეგ იმობილიზაციის ნაადრევად შეწყვეტის დროს და ვლინდება ხშირი ამოვარდილობებით, მცირე ტრავმის დროსაც კი. ყველაზე ხშირი ლოკალიზაციაა – მხრის სახსარი.
ჩვეული ამოვარდნილობა – დიაგნოზის დასმა ხდება მხოლოდ ანამნეზისა და რეტგენოლოგიური მონაცემების საფუძველზე.
ჩვეული ამოვარდნილობა – მკურნალობა, როგორც წესი, ოპერაციულია. პროფილაქტიკა – იმობილიზაციის ვადების დაცვა ტრავმული ამოვარდნილობის დროს.
საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებები
- გაფრთხილება
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.