კისერმრუდობა torticollis
კისერმრუდობა – თავის ფიქსირებული გადახრა ერთ – ერთი მკერდ-ლავიწ-დვრილისებრი კუნთის მიმართულებით და მისი მიბრუნება მოპირდაპირე მხარისკენ, კუნთის ნაწიბუროვანი ცვლილების გამო. შეიძლება იყოს თანდაყოლილი ან შეძენილი.
შეძენილი კისერმრუდობა წარმოიქმნება დამწვრობის გართულების შედეგად, ასევე ხერხემლის კისრის ნაწილის დაავადებების დროს.
კისერმრუდობა – მკურნალობა. ტარდება პლასტიკური ოპერაცია.
საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებები
- გაფრთხილება
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.