ტრავმული შოკი traumatic [wound] shock
ტრავმული შოკი – ორგანიზმის ზოგადი მძიმე რეაქცია ქსოვილთა მასიური ტრავმისა და სისხლდაკარგვის გამო.
ტრავმული შოკი – ეტიოლოგია: მძიმე დახურული და ღია მოტეხილობები, შინაგანი ორგანოების ტრავმები, ფართო ჭრილობები. შოკის განვითარების მთავარი ფაქტორია ნერვული სისტემის ელემენტების ტრავმა, სისხლდაკარგვა და ინტოქსიკაცია, რომლებიც იწვევენ ჰემოდინამიკის დარღვევებს, ცირკულირებადი სისხლის მოცულობის შემცირებასა და პერიფერიული ქსოვილთა ჰიპოქსიას.
ტრავმული შოკი – სიმპტომები, მიმდინარეობა. ტრავმის შემდეგ ვითარდება შოკის ხანმოკლე (5 – 10 წთ) ერექტილური ფაზა, მამოძრავებელი და მეტყველებითი აგზნება, ხშირად მატულობს არტერიული წნევა. შემდეგში აღინიშნება განსხვავებული სიმძიმის ტორპიდული ფაზა: კანისა და ხილული ლორწოვანის სიფერმკრთალე, ადინამია, ხშირი სუსტი პულსი, არტერიული წნევის დაცემა. მძიმე დაზიანებები, რომლებიც მიმდინარეობენ პროფუზული სისხლდენით, სამედიცინო დახმარების გარეშე შესაძლებელია დამთავრდეს ლეტალობით. რიგ შემთხვევებში (კიდურის იმობილიზაციის დარღვევის დროს ან მასიური სისხლდენის განახლებისას) ვითარდება გვიანი შოკი (ტრავმიდან 2-4 საათის შემდეგ).
ტრავმული შოკი – გართულებები: შეუქცევადი შოკის სტადია დაგვიანებული ან არარაციონალური მკურნალობისას; ფილტვების, ტვინის შეშუპება, გულის გაჩერება; თირკმელების მწვავე უკმარისობა.
ტრავმული შოკი – მკურნალობა. პირველი დახმარება – სასუნთქი გზების გათავისუფლება, სისხლდენის დროებითი შეჩერება, ინტრავენურად პლაზმის შემცვლელების გადასხმა, მოტეხილობების ადგილობრივი ანესთეზია, ავადმყოფის სასწრაფო და ფრთხილი ტრანსპორტირება სტაციონარში მწოლიარე მდგომარეობაში. ნარკოტიკები არ შეჰყავთ მუცლის ღრუს ორგანოების ტრავმის გამორიცხვამდე.
ტრავმული შოკი – პროგნოზისისტოლური წნევის დაცემისას 60 მმ.ვწყ.სვ-მდე და ქვევით 2-3 საათის განმავლობაში, – სერიოზულია.
საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებები
ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება
- გაფრთხილება
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.
.