შაკიკისმიერი ნევრალგია

შაკიკისმიერი ნევრალგია migrainous neuralgia

არჩილ შენგელია, ლალი დათეშიძე

შაკიკისმიერი ნევრალგია –  მკვეთრი ტკივილის პაროქსიზმები საფეთქელ-ორბიტის მიდამოში, რომელიც მეორდება დღის განმავლობაში რამდენჯერმე. ეტიოლოგია, პათოგენეზი ცნობილი არ არის.

შაკიკისმიერი ნევრალგია –  სიმპტომები, მიმდინარეობა. პროდრომული სიმპტომები არ აღინიშნება. იწყება ცალმხრივი ტკივილის შეტევებით ირადიაციით ყბაში, ყურში და კისერში, რომელიც წარმოიქმნება უეცრად და ასევე უეცრად გაივლის. ტკივილს თან ახლავს ცრემლდენა, რინორეა, ჰიპერსალივაცია; სახე ჰიპერემიულია, ავადმყოფები გრძნობენ სისხლის მოწოლას სხეულის ზედა ნახევრში. თანდათანობით თავის ტკივილი აღწევს უმაღლეს ხარისხს – ავადმყოფები მოუსვენრად არიან, ყვირიან. შეტევის ხანგრძლივობა 5-10 წუთიდან 1-2 საათამდეა, დღეში რამოდენიმეჯერ; სერიების ხანგრძლივობა რამდენიმე დღე ან თვეა. ტკივილის პაროქსიზმები მონაცვლეობს სრული გამოჯანმრთელების ხანგრძლივ პერიოდებთან. მამაკაცები ავადდებიან გაცილებით ხშირად, ვიდრე ქალები.

შაკიკისმიერი ნევრალგია –  პროგნოზი. ეფექტური პროფილაქტიკური მკურნალობა არ არსებობს.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

ნერვული სისტემის დაავადებები