ეიდის სინდრომი

ეიდის სინდრომი

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

ეიდის სინდრომი – გუგის ინერვაციის დაზიანების განსაკუთებული ფორმა; ვლინდება მიდრიაზით, სინათლეზე გუგის რეაქციის დაკარგვითა და პუპილოტონიით.

ეიდის სინდრომი  – ეტიოლოგია, პათოგენეზი. დაავადების მიზეზი ცნობილი არ არის.

ეიდის სინდრომი  – სიმპტომები, მიმდინარეობა. ზოგჯერ თავის ტკივილის შემდეგ ვითარდება ცალმხრივი მიდრიაზი და აკომოდაციის დამბლის გამო უარესდება მხედველობა. გადიდებული გუგა სინათლეზე არ რეაგირებს, მაგრამ მკვეთრად ვიწროვდება კონვერგენციის დროს. როგორც შევიწროება, ასევე გუგის შემდგომი გაფართოება მიმდინარეობს ძალიან ნელა (პუპილოტონია). შემთხვევათა 60%-ში გუგის პათოლოგია შერწყმულია ფეხებზე მყესთა რეფლექსების გაქრობასთან. ზოგჯერ რამდენიმე თვის ან წლის შემდეგ ზიანდება ასევე მეორე გუგაც. დაავადება გვხვდება უპირატესად ქალებში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეიდის სინდრომის ფორმალური მსგავსება არგაილ რობერტსონის სინდრომთან, რომელიც დამახასიათებელია ნეიროსიფილისისათვის. როგორც წესი, არგაილ რობერტსონის სინდრომიორმხრივია და, რაც მთავარია, მის დროს არ აღინიშნება პუპილოტონიის ფენომენი.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

ნერვული სისტემის დაავადებები