პოსტპუნქციური სინდრომი

პოსტპუნქციური სინდრომი

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

პოსტპუნქციური სინდრომი თავის ტკივილი და მენინგიზმის მოვლენები, რომელიც წარმოიქმნება ლუმბური პუნქციის შემდეგ.

პოსტპუნქციური სინდრომი – ეტიოლოგია, პათოგენეზი. ლიკვორული ჰიპოტენზია, რომელიც განპირობებულია ცერებრულ-სპინური სითხის გაღწევით ზურგის ტვინის გარსებში.

პოსტპუნქციური სინდრომი სიმპტომები, მიმდინარეობა. თავის ტკივილი წარმოიქმნება ჩვეულებრივ პუნქციიდან მე-2 დღეზე და ვლინდება დაახლოებით ავადმყოფთა 1/5-ში. ტკივილი არის პოსტურალური, წარმოიქმნება ავადმყოფის წამოდგომის მცდელობისას და ქრება ჰორიზონტალურ მდებარეობაში. თავის ტკივილს ზოგჯერ თან ახლავს გულისრევა, ვეგეტატიური ლაბილობა, მსუბუქი მენინგეალური ნიშნები. თავის ტკივილი სპონტანურად ქრება რამდენიმე დღის შემდეგ, იშვიათად გრძელდება 2-3 კვირის მანძილზე. ცერებრულ-სპინური სითხის გამოკვლევით ცეფალგიის პიკის დროს ვლინდება წნევის მნიშვნელოვანი დაქვეითება, სითხის ნორმალური შემადგენლობის დროს. სუბფებრილური ტემპერატურა, რომელიც თან ახლავს მენინგიზმს, არაიშვიათად იძლევა მცდარ ეჭვს გარსქვეშა სივრცის ინფიცირებაზე. ამასთანავე მენინგიტიგართულებული პუნქციით საკმაოდ იშვიათი კაზუისტიკაა. მკურნალობა. წოლითი რეჟიმი, სითხეები (3-4 ლ/დღეში). შედარებით გამოხატული სიმპტომების დროს ინიშნება ანალგეტიკები, ტრანკვილიზატორები;  პროგნოზი კეთილსაიმედოა.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

ნერვული სისტემის დაავადებები