ჩანახატები ქართული უნივერსიტეტის ეკოფარმაცევტული პროექტიდან (I)

ლევან შენგელია. წერილი პირველი
სამედიცინო ელექტრონული ბიულეტენი ”ეკოფარმი”.  N216.

სტატიათა ამ ციკლის მიზანია ყურადღება მიაპყროს საქართველოში სამკურნალო, ეთერზეთოვანი და თანამდევი მცენარეების წარმოების საკითხებს. ეს ერთის მხრივ, პოპულარული, მოარული თემაა. ხშირია საუბარი საქართველოს უნიკალურ ბუნებაზე, უნიკალურ ხალხურ გამოცდილებებზე და ა.შ. მეორეს მხრივ, ამ სფეროში ვერც ერთი წამოწყება ვერ გასცდა კუსტარულ დონეს. დარგი მართლაც უაღრესად მომგებიანია. მას შეუძლია ქვეყნის ბიუჯეტის 4–6 პროცენტი შეავსოს.
და მაინც,  ქართული ბიზნესის მიერ ეს დარგი თითქმის არ ვითარდება.
ჩანახატების ამ სერიაში, ჩვენ გვინდა მეტა–დონიდან შევხედოთ პრობლემას და ხელი შევუწყოთ პრობლემის ირგვლივ ინტერესთა ჯგუფების ფორმირებას.

მთავარი პრობლემა – ინფრასტრუქტურა

როცა ,,ცხვირი გავს, ყურები გავს, თვალები გავს” და ქანდაკება მაინც არ ემსგავსება დიმიტრის, საკითხს მეტა–დონიდან უნდა შევხედოთ. ამ შემთხვევაში მეტა–დონე ეკონომიკაა.
ეკონომიკური თვალსაზრისით პრობლემის არსი შემდეგშია ,,არ არსებობს სამკურნალო და ეთერზეთოვან მცენარეთა წარმოების ინფრასტრუქტურა საქართველოში”.  ინფრასტრუქტურა ესაა: მარკეტინგული და სხვა კვლევების ცენტრი, საინფორმაციო სივრცე, სწავლების სისტემა, საპროექტო სტრუქტურები, დისტრიბუცია, საკრიდიტო რესურსები და ა.შ. ამ სტრუქტურების გარეშე ვერც ერთი დარგი ვერ განვითარდება.
დღეს სახელმწიფო ზრუნავს ტურიზმის ინფრასტრუქტურის განვითარებაზე და ამ ინფრასტრუქტული ქოლგის ქვეშ, საკმაოდ კარგად ვითარდება ათასობით მცირე ტურისტული ინსტიტუტი, თავისუფალი ოთახის გაქირავებიდან, გრანდიოზულ სასტუმროებამდე.
იმისათვის, რომ სამკურნალო და ეთერზეთოვანი კულტურების წარმოება, საერთოდ, სასოფლო–წარმოება განვითარდეს სწორედ ინფრასტრუქტურაში უნდა ჩაიდოს ინვესტიცია. მაშინ ავტომატურად დაიწყებს ათასობით მცირე გლეხური მეურნეობა წარმოებას და მას არც პროპაგანდა დაჭირდება.

ვინ უნდა ჩადოს ინფრასტრუქტურაში ინვესტიცია?

ინფრასტრუქტურაში კერძო მეწარმე ვერ ჩადებს ინვესტიციას, რადგან ინფრასტრუქტურიდან უკუგებას უშუალოდ და მხოლოდ იგი ვერ მიიღებს. უკუგებას მიიღებს მთელი ქვეყანა, ათასობით გლეხი, ბიუჯეტი. ანალოგი სახეზეა: ბათუმში გამართულ კონცერტებიდან, ლამაზი ბულვარიდან და ა.შ. მოგებას ვერ მიიღებს კონცერტებისა და ბულვარის კერძო ინვესტორი – აფინანსებს სახელმწიფო და სახელმწიფო იღებს მოგებას გადასახადების მოცულობის ზრდისა და სოციალური უკუგების ფორმით.
ამ სფეროს ინფრასტრუქტურაშიც ინვესტიცია უნდა ჩადოს მან, ვის მიერაც თითოეული გლეხის მოგება საკუთარ მოგებად მოიაზრება.
ასეთი საქართველოში ორია: სახელმწიფო და ქართული ეკლესია. აქ ორივეს ერთობლივი ძალისხმევაა საჭირო.

ერი , ბერი და სახელმწიფო

ეკონომისტები თვლიან, რომ ამ დარგის განვითარებისათვის რაციონალურია საეკლესიო ჰოლდინგის შექმნა მრევლის, მათ შორის დიასპორის მონაწილეობით. ალბათ ალტერნატიული ფორმებიც არსებობს, მაგრამ მთავარი, დარგობრივ დონეზე, ერისა და ბერის ერთობლივი ინტერესების ფორმირებაა.
სამონასტრო ნაკვეთებსა და ”ხატის ტყეებს” თავის თავზე შეუძლიათ აიღონ
სანერგე–სათესლე მასალის წარმოების, სასელექციო და საგანმანათლებლო ფუნქცია თავის რეგიონში, გლეხს – მცენარეთა წარმოება და ა.შ. ცენტრალური ფუნქცია, ცხადია სუპერვაიზერულია, რომელიც სავარაუდოდ, ქართული უნივერსიტეტის სივრცეში შეიძლება შეიქმნას.
შესაძლო სქემები გაწერილია უწმინდესისათვის წარსადგენ პროექტში.

სახელმწიფოს როლიც ძალიან დიდი და მნიშვნელოვანია. პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობს ხალხის დასაქმებას სახელმწიფოს და მმართველთა ინტერესებშიც შედის.

რა ეფეტს შეიძლება მივაღწიოთ?

მომყავს ფრაგმენტი ინფრასტრუქტურული პროექტიდან, რომლიც მისი უწმინდესობისათვის წარსადგენად მომზადდა.

პროექტი ეხმიანება და მთლიანობაში (ერთიანობაში) ხედავს რამდენიმე აქტუალურ პრობლემას, რომლებზეც წლების მანძილზე ამახვილებს ყურად–ღებას უწმინდესი და წმინდა სინოდი. პროექტის შედეგად, შესაძლებელია მიღწეულ იქნეს შემდეგი შედეგები:

1. 1. პროექტში ჩართულ ყველა მონასტერს და მთლიანად ეკლესიას გაუჩნდება სერიოზული და ხანგძლივი ეკონომიკური ბაზა (ზოგიერთი შემოთავაზებული მცენარე შემოსავალს 300 წელი იძლევა).
1. 2. მონასტრების ირგვლივ მიკრორეგიონში დასაქმდება გლეხები და  მიეცემათ საშუალება მაღალრენტაბელური კულტურებით დაფარონ  თავიანთი ნაკვეთები
2. 1 გადარჩება გასხვისებას და მეორად გასხვისებას სავარგული მიწების
ნაწილი
2. 2. შემოზიდულ იქნება დიასპორის რესურსები, გაფართოვდება მათთან
საქმიანი კონტაქტები
3. 1 მნიშვნელოვნად გაჯანსაღდება ქვეყნის ეკოგარემო, რამდენადაც პროექტი  გამოიწვევს (პირდაპირ და რიკოშეტით) რამდენიმე ათეული მილიონი მრავალწლიანი ნარგავის გაშენებას.
3. 2 . მნიშვნელოვნად გადაიჭრება ნიადაგის ეროზიის პრობლემა.
საქართველოს საერთო ფართობის 20 % –მდე ძლიერ ეროზირებულ, 30% საშუალო ეროზირებულ და 50 % სუსტად ეროზირებულია.
4. პროექტი შეანელებს იმ ნეგატიურ გავლენას მოსახლეობის ჯანმრთელობაზე,  რომელსაც ქიმიური სამკურნალო პრეპარატები იწვევენ. ეს მრავალი ქვეყნისათვის, მათ შორის საქართველოსთვის, ცალკე, დიდი პრობლემაა. ცხადია, საჭიროა რესურსები, დრო და ძალისხმევა.

უწმინდესი ბრძანებს – მთავარია პირველი ნაბიჯი სწორად გავიაზროთ
პირველი ნაბიჯი უკვე გადაიდგა – საკმაოდ მასშტაბური კვლევები ჩატარდა, რომლებიხც ასახულია ქართული უნივერსიტეტის ეკოფარმაცევტულ პორტალზე
პორტალზე მუშაობა გრძელდება. თამამად შეიძლება ითქვას მას უკვე ყავს მკითხველი. ცოტაა ქართული საიტი, რომლის ასე ღრმა ინტეგრაცია მიმდინარეობდეს საერთაშორისო სამეცნიერო ინტერნეტ–სივრცეში.
რაც მთავარია– პორტალს უკვე ესტუმრა 18 544 უნიკალური ვიზიტორი.

რა არის გაკეთებული?

როგორც აღვნიშნეთ, მიმდინარე სამუშაოთა რეზულტატები აისახა ქართული უნივერსიტეტის საიტის ერთ–ერთ ბლოკზე ”ეკოფარმაცევტულ პორტალზე”.
აქ თავს იყრის ამ სფეროს უახლესი და რაციონალური ტექნოლოგიები, კონკრეტული საწარმოო გეგმები, ინფრასტრუქტურული კვლევების და ექსპერიმენტების შედეგები, ფუნქციონირებს ორი საერთაშორისო ჟურნალი, პირველად მსოფლიოში– სამკურნალო, ეთერზეთოვან მცენარეთა ელექტრონული ჰერბარიუმი (მას დიდი პრაქტიკული მნიშვნელობაც აქვს). საკონსულტაციო საბჭო წარმოდგენილია მსოფლიოს 40 ქვეყნის წამყვანი სპეციალისტით, აღდგენილ და დამყარებულია ამ სფეროს საერთაშორისო სივრცესთან კონტაქტები, შექმნილია ემპირიული მცენარეული რეცეპტების ბაზა და ა.შ.
ეკოფარმაცევტული პორტალი მხარდაჭერილია ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელით www.medgeo.net

რა პრაგმატულ ინფორმაციას გვაწვდის ქართული უნივერსიტეტის ეკოფარმაცევტული პორტალი

რა პრაგმატულ ინფორმაციას გვაწვდის ეს პორტალი?
1. რომელ ფიტოპროდუქტზეა რეალური მოთხოვნილება, რა უნდა
ვაწარმოოთ
2. რომელ ნაკვეთებში უნდა ვაწარმოოთ ის, რაზეც დიდი საბაზრო
მოთხოვნილებაა
3.  რა ტექნოლოგიებით უნდა ვაწარმოოთ, რომ იაფი დაჯდეს და საუკეთესო
ხარისხის ნედლეული მივიღოთ
4. როგორ უნდა გავყიდოთ პროდუქცია.
სულ ესაა…

ეკოფარმაცევტულ პორტალზე 1500 მცენარის აღწერა თავსდება

ცხადია, ყველა ეს მცენარე არაა სამკურნალო.  პორტალმა უკვე შეითავსა:
თაფლოვანი მცენარეები და მეფუტკრეობის საკვები ბაზა, ცხოველთა და ფრინველთა საკვები მცენარეები, დეკორატიული მცენარეები, საღებარი მცენარეები, კულინარული,კოსმეტიკური, ეროზიის საწინააღმდეგო და მრავალი სხვა.
ყველა ამ მცენარისათვის მოცემულია აღწერა, გავრცელება, ნედლეული, ქიმიური შემადგენლობა, გამრავლება, მოვლა, სათესლე პლანტაციის მართვა,
ნედლეულის აღება, გამოყენების სფეროები და რაც მთავარია მარკეტინგი.
მონო–კულტურის წარმოების რისკი მაღალია. ფიტო–მეურნეობა კომპლექსური უნდა იყოს. მაღალ ეკონომიკურ ეფექტს კომპლექსი იძლევა. მადლობას ვუხდით სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ ნუგზარ შენგელიას.

ქართული უნივერსიტეტის Skype–კონსულტაციები

ნებისმიერ პიროვნებას შეუძლია დაუკავშირდეს პორტალს და მიიღოს უფასო
კონსულტაციები Skype–თი.
დღეისათვის 321 Skype– კონსულტაცია ჩატარდა.
გაგაოცებთ, ზოგჯერ ისეთი სოფლებიდანაა Skype–ზარები.
შეკითხვები ძირითადად ასეთია:  რა გავაშენოთ და გაიყიდება?
ჯობს გულახდილი პასუხი – ვიდრე საერთო, ინფრასტრუქტურული პროექტი არ დაიწყება მასშტაბურად არაფერი არ გაიყიდება. ჯობს მცირე გამოცდილების დაგროვება.
მადლობას ვუხდით მემამულეთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარეს, ბატონ
რაულ ბაბუნაშვილსა და მის გაზეთს, რომელიც დიდ სამუშაოებს ატარებს, რათა ქართული უნივერსიტეტის ეკოფარმაცევტული პორტალის შესახებ თითოეულმა ქართველმა გლეხმა გაიგოს.

ერთ–ერთი

რამდენიმე დღის წინ, ტელევიზიამ გვამცნო, რომ ერთ–ერთ სოფელში უცხოელმა ინვესტორებმა ერთ–ერთი მცენარის გაშენება დაიწყეს 15 ჰექტარზე. პირადად მე მივესალმები ინვესტორების შემოდინებას, და ეს მაგალითი ინვესტორების საწინააღმდეგოდ არ მომყავს.
მაგალითი სხვა რამითაა საინტერესო.
ჩამოდის ინვესტორი, მიდის ზუსტად ამ ადგილზე, სადაც მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე მაღალმოთხოვნადი ნედლეულის საუკეთესო ხარისხით წარმოება შეიძლება და აწარმოებდნენ კიდეც ჩვენი წინაპრები. დასტურად პოულობს რამდენიმე შემორჩენილ საუკუნოვან ხეს და იწყებს პლანტაციის გაშენებას.
ფაქტი ერთია, მათ ზუსტად იცოდნენ, რომელი სოფლის რომელი ნაკვეთი ჭირდებოდათ. ამ ადგილიდან 1 კილომეტრში პლანტაციის გაშენება არარენტაბელური იქნებოდა.
არა და რამდენ ბანკსა და მეწარმეს მივმართეთ თხოვნით რამდენიმე ათეული ათასი ჩაედოთ სწორედ ამ ნაკვეთზე სწორედ ამ მცენარის განაშენიანებისათვის. არაერთ პროექტში ვამტკიცებდით, რომ სწორედ აქ ამ ადგილზე იყო შესაძლებელი ძალიან მაღალრენტაბელური ინვესტიციის განხორციელება.
რატომ გაქრა ეკოფარმაცევტული პორტალიდან ყველა რუკა?

პორტალის სტუდენტური Skype–სემინარები

ნებისმიერი საქმე მოკვდება, თუკი პირველი დღიდანვე არ დაიწყო ახალგაზრდების მომზადება.
პორტალმა ქართულ ინტერნეტ–სივრცეში საინტერესო სიახლე შემოიტანა. მიმდინარეობს სტუდენტთა Skype–სემინარები. პორტალზე განთავსებული ყველა გვერდ–სტატიის შემდეგ მოცემულია თემები და მასალები სტუდენტური სემინარების, სადიპლომო თუ საკურსო ნაშრომებისათვის.
ნელ–ნელა გვეხმიანება ახალგაზრდა თაობა, რომელიც ეძებს თავის ადგილსა და ბიზნესს, ბიზნესს – ფართო გაგებით. პორტალის ადმინისტრაცია მადლობას უხდის ყველა უმაღლეს სასწავლებელს, რომლებიც ხელს გვიწყობს ამ თემატიკაში ახალგაზრდების რეკრუტირებაში.
კიდევ ერთხელ ვადასტურებთ პატივისცემას კავკასიის უნივერსიტეტისა და
ბათუმის უნივერსიტეტის პედაგოგებისა და სტუდენტებისადმი.

ქართული სამედიცინო ინტერნეტ ქსელი www.medgeo.net

ქართულმა უნივერსიტეტმა ამ პროექტის მიმართ მხარდაჭერა სერვერული სივრცის გამოყოფით გამოხატა– ქსელი უნივერსიტეტის სერვერზეა განთავსებული.
ეს დიდი პროექტია. ინტერნეტში შედის 40 000 გვერდი ტექსტური მასალა და 14 000 სურათი. იგი, პრაქტიკულად მთლიანად ფარავს თანამედროვე მედიცინას.
ქსელის შექმნაში მონაწილეობს მსოფლიოს 15 ქვეყნის 40–მდე კლინიკა და 300–მდე ექიმი. დღეისათვის ქართულ ენაზე მზადაა 2 გიგაბაიტი მოცულობის მასალა, რომელიც თანდათან თავსდება დასახელებულ ქსელში. ქსელს, ყოველდღიურად უკვე ყავს 200 ვიზიტორი.
საუნივერსიტეტო ეკოფარმაცევტული პროექტის თვალსაზრისით, ქართული
სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი საინტერესოა, როგორც ინსტრუმენტი ბუნებრივი პრეპარატების მოხმარების კულტურის ფორმირებისათვის.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ეგიდით, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში
მიმდინარეობს სამუშაოები სამკურნალო პრეპარატების მოხმარების კულტურის ფორმირებისათვის. ქართული უნივერსიტეტის ეკოფარმაცევტულ პორტალზეც დევს ამ თემაზე ენდრიუ ჩეტლის მიერ შექმნილი ბესტსელერი  ,,პრობლემური წამლები”.

უწმინდესი მიგვითითებს მცირე ბიზნესის განვითარების აუცილებლობაზე

ქართული უნივერსიტეტის ეკოფარმაცევტულ პორტალისათვის, კავკასიის ბიზნეს–სკოლის სტუდენტებმა, სპეციალურად მოამზადეს საიტი ”როგორ შევადგინოთ ბიზნეს–გეგმა”.  იგი მცირე მეწარმეებს, განსაკუთრებით სასოფლო დარგში მოღვაწეთ გამოადგებათ ბიზნესის სწორად დაგეგმვასა და საკრედიტო პროექტების მომზადებაში.

უწმინდესი მიგვითითებს საქართველოს ბუნებრივი რესურსების ღრმად შესწავლასა და რაციონალურ გამოყენებაზე
ქართული უნივერსიტეტის ეკოფარმაცევტულ პორტალისათვის, კავკასიის ბიზნეს–სკოლის სტუდენტებმა, სპეციალურად მოამზადეს საიტი ”საქართველოს ბუნება და ბუნებრივი რესურსები”.
მოხარული ვართ, რომ ამ საიტს რამდენიმე ინსტიტუტის სტუდენტები უკვე
აქტიურად იყენებენ.

ეკოფარმაცევტული პორტალის სამეცნიერო ინტერნეტ–ჟურნალები

ქართულმა უნივერსიტეტმა რიგი წარმატებული ინტერნეტ–ჟურნალი შექმნა. მათგან სამის:

– ,,Plants Science”–ს
– ,,კავკასიის სამედინო მაცნისა” და
– ,,ტერმინმცოდნეობის”

მენეჯმენტს უნივერსიტეტის ეკოფარმაცევტული პროექტი ახორციელებს.

სამონასტრო პროექტები

ქართული უნივერსიტეტის ეკოფარმაცევტული პროექტი ცდილობს თითოეული მონასტრისა და ეპარქიისათვის მოამზადოს ფიტო–წარმოების პილოტური პროექტები. პორტალზე http://ecopharm.sangu.ge უკვე დევს ფიტოპროექტების მონახაზები:
– ფოკას მონასტრისათვის;
– სტეფანწმინდისათვის (ხევისათვის);
– მამკოდის მონასტრისათვის;
– დავით –გარეჯისათვის.
ცხადია, ეს მხოლოდ პილოტური პროექტებია და მათი დეტალიზება კონკრეტული სამუშაოა. მიუხედავად ამისა, ისინი იძლევიან ეკონომიკურ ვექტორებს – კონკრეტულად რისი მიღწევა შეიძლება.
მადლობას ვუხდით მამკოდის მამათა მონასტრის წინამძღვარს, მამა სვიმონს.

პორტალი ღიაა თანამშრომლობისათვის

ქართული უნივერსიტეტის პორტალი ღიაა ნებისმიერ პირთან თანამშრომლობისათვის. მასზე ინფორმაციის, სტატიის და ა.შ. გამოქვეყნება შეუძლია ნებისმიერ პირს, ცხადია თემატიკის ფარგლებში. პორტალის ადმინისტრატორია ექიმი მანანა კიკნაძე 36 31 51 mpifarm@gmail.com.

დიდია უწმინდესის კურთხევის ძალა

სამუშაოები ამ დარგის ინფრასტრუქტურილი კვლევის მიმართულებით ჩვენს მიერ 1995 წლიდან მიმდინარეობს. ამ კვლევებს არაერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ აღმოუჩინა მხარდაჭერა.
იგი რამდენიმე წელი დაკონსერვებული იყო. რატომ სხვა პრობლემაა.
2008 წელს ქართული უნივერსიტეტის რექტორის ინიციატივითა და უწმინდესის კურთხევით სამუშაოები განახლდა ქართულ უნივერსიტეტში.
დიდია უწმინდესის კურთხევის ძალა
პროექტი გაცოცხლდა, მის ირგვლივ კვლავ იკრიბება სპეციალისტები, დაინტერესებული გლეხები, ნელ–ნელა აღსდგა საერთაშორისო კონტაქტები
და რაც მთავარია, – პროექტში თანდათან მოდის ახალგაზრდა მიზასწრაფული თაობა, კავკასიის, ბათუმის და ევროპის რამდენიმე უნივერსიტეტის ქართველი სტუდენტების სახით.

მადლობას ვუხდით საიტებს

http://www.orthodoxy.ge
მარიამ და ნინო ბოხუებს.

სურათები

ეს სტატია თანხლებულია ქართული უნივერსიტეტის ეკოფარმაცევტული პორტალიდან აღებული დათუნათას ეკლესიისა და მამკოდის სურათებით.დათუნათას ეკლესია დაღესტანის მთებში მდებარეობს და დღემდე სათუთად უვლიან ხუნძები. სურათები წერილის ავტორისაა.

გაზეთის მომდევნო ნომრებში იხილეთ:

  1. პირიქითა სტეფანწინდა (ხევი) – მსოფლიოს ეკო–ფარმაცევტული ბაზრების გზაჯვარედინი;
  2. ფოკა – ჯავახეთის ეკონომიკური აღორძინებაც აქედან დაიწყება;
  3. დავით–გარეჯი, სამასწლიანი ეკონომიკური ბაზა;
  4. სამკურნალო ეკო–პრეპარატების უნიკალური ტექნოლოგია– ქართველი  ფიზიკოსების მნიშვნელოვანი რეზულტატი;
  5. კომუნისტური და დემოკრატიული ფარმაცია;
  6. უფასო ყველი მხოლოდ სათაგურშია – ფარმაცევტული წარმოების კულუარების  მიმოხილვა