✧,,ამაზონი” უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.
ბავშვის მოვლის ნივთები ,,ამაზონზე”
საბავშვო ჭურჭელი
ბავშვის სავარცხელები
ბავშვის მაკრატელი
ბავშვის წყლის თერმომეტრი
საბავშვო კრემები
საბავშვო ზეთები
საბავშვო ტალკი (პუდრი)
საბავშვო ლოსიონები
მზისაგან დამცავი საშუალებები ბავშვებისათვის
ბავშვის ფრჩხილების მოვლის საშუალებები
საბავშვო საპნები
საბავშვო შამპუნები
საბავშვო აბაზანის ქაფები
ბავშვის თმის კონდიციონერები
ბავშვის კბილის პასტები (გელები)
ბავშვის კბილის ჯაგრისები
ქრონიკული, არასპეციფიკური პოლიართრიტი
იწყება 2-4 წლის ასაკში, ზოგჯერ სიცოცხლის პირველ წელზე.
აღინიშნება ცხელება, ინტოქსიკაცია, სახსრების შეშუპება და ტკივილი, თავდაპირველად ზიანდება მსხვილი სახსრები (მუხლის, იდაყვის, ტერფ-წვივის, მენჯ-ბარძაყის), შემდეგში ხერხემლის კისრის ნაწილი, სხივ-მაჯის, ყბისა და თითების სახსრები.
დაზიანება სიმეტრიულია; იცვლება სახსრების ფორმა.მათში ზოგჯერ აღინიშნება ექსუდატის მცირე რაოდენობა. ბავშვები უჩივიან ტკივილს სახსრებში მოძრაობის დროს, განსაკუთრებით გაშლისას. განმეორებითი შეტევების დროს ეს ჩივილები უფრო გამოხატულია. სახსრის დაზიანების შემდეგ ვითარდება კუნთების ატროფია და ჰიპოტონია.
ერთდროულად წარმოიქმნება მრავლობითი კუნთოვანი კონტრაქტურები. შორს წასულ შემთხვევებში იცვლება ძვლოვანი ქსოვილიც.
რენტგენოგრამაზე – ძვლოვანი ქსოვილის ახალწარმონაქმნის გაძლიერება ძვლისსაზრდელას მხრივ და ამავდროულად მისი გაწოვა. სახსრის მიდამოში ზრდადი ძვლისსაზრდელა და გრანულაციური ქსოვილი წარმოქმნიან დესტრუქციულ კერებს და სახსრისა და ძვლის ზედაპირის დეფორმაციას.
გრანულაციის ადგილზე განვითარებული ფიბროზულ-გრანულაციური ქსოვილი იწვევს ამოვარდნილობებს. სახსრების დაზიანების კვალდაკვალ დიდდება ლიმფური კვანძებიც და რამდენიმე დღეში აღწევენ მაქსიმალურ ზომებს; სახსრებში პათოლოგიური;
პროცესის შექცევადობის დროს ლიმფური კვანძები კვლავ პატარავდებიან.
კვანძები არ არიან შერწყმული კანთან, არ ჩირქდებიან.
ტემპერატურული მრუდი ტალღისებურია; ღვიძლის დიდდება 2-3 სმ-ით, ზოგჯერ ელენთაც. გულის მხრივ აღინიშნება მიდრეკილება ტაქიკარდიისაკენ, მიოკარდიოდისტროფია.
სისხლში – ანემია, ედსის მომატება, თავდაპირველად ლეიკოციტოზი, შემდეგ კი ლეიკოპენია.
დიაგნოზი
დაფუძნებულია ანამნეზზე და კლინიკურ სურათზე.
დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება რევმატიულ ართრიტთან, ტუბერკულოზურ ართრიტთან; ართრიტთან ბრუცელოზის დროს, ტრავმის, ლეიკოზის, წითელი მგლურას დროს არსებულ ართრიტებთან.
მკურნალობა
ტარდება სტაციონარში. მწვავე სტადიაში, ჩვენების მიხედვით, გამოიყენება ანტიბიოტიკები; ინიშნება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, ანტიჰისტამინური პრეპარატები. და სხვ. კომპლექსურ თერაპიაში გამოიყენება ვიტამინები, ფიზიოთერაპია, ალოე, სისხის პლაზმის გადასხმა. გამოჯანმრთელებისთანავე იწყებენ სამკურნალო მასაჟსა და ვარჯიშს. რემისიის პერიოდში რეკომენდებულია სანატორიულ-კურორტულ მკურნალობას. შესაძლებელია ქირურგიული კორეცია (ქირურგ-ორთოპედის კონსულტაცია).
პროგნოზი
ადეკვატური კომპლექსური მკურნალობის დროს შედარებით კეთილსაიმედოა, მაგრამ დაავადების პროგრესირების შემთხვევეაში – სერიოზული. პედიატრიული დაავადებები
- გაფრთხილება
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.
ქრონიკული, არასპეციფიკური პოლიართრიტი