ფაღარათი

ფაღარათის დროს რეკომენდებული მცენარეული ნაკრებები

1.

ბატის მარწყვბალახის ფესურა

დვალურას ფესურა

20 გრ.

80 გრ.

1 სუფრის კოვზ ნარევს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი, ვადუღოთ 15 წუთი, გავაციოთ, გავწუროთ.ფაღარათის დროს დღეში 3-4-ჯერ დავლიოთ 1/3-1/4 ჭიქა გამონაცემი.

2.

ცხენის ღოლოს ფესვი

დვალურას ფესვი

50 გრ.

50 გრ.

1 სუფრის კოვზ ნარევს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი, ვადუღოთ 15 წუთი, გავაციოთ, გავწუროთ.ფაღარათის დროს დღეში 3-4-ჯერ დავლიოთ 1/3-1/4 ჭიქა გამონაცემი.

3.

ნაცარა მურყნის გირჩები

დვალურას ფესურა

40 გრ.

20 გრ.

2 ჩაის კოვზ ნარევს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დავაყოვნოთ, გავწუროთ.ფაღარათის დროს 1/3-1/4 ჭიქა მიღებული სითხე დავლიოთ დღეში 3-4-ჯერ.

4.

მოცვის ნაყოფები

ბატის მარწყვბალახის ფესურა

ქვიშის უკვდავას ყვავილები

სამკურნალო სალბის ფოთლები

ჩვეულებრივი კვლიავის ნაყოფები

20 გრ.

10 გრ.

10 გრ.

10 გრ.

10 გრ.

1 სუფრის კოვზ ნარევს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი, ვადუღოთ 10 წუთი,გავაციოთ, გავწუროთ.ფაღარათის დროს 1/2 ჭიქა მიღებული სითხე დავლიოთ დღეში 3-4-ჯერ.

5.

ბატის მარწყვბალახის ფესურა

დვალურას ფესურა

10 გრ.

20 გრ.

2 სუფრის კოვზ ნარევს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი, ვადუღოთ 30 წუთი, გავაციოთ, გავწუროთ.ფაღარათის დროს 1/3 ჭიქა მიღებული სითხე დავლიოთ დღეში 3-4-ჯერ.

მასალა აღებულია ლალი დათეშიძის და არჩილ შენგელიას წიგნიდან: “სამკურნალო მცენარეები. კულტივირება, გამოყენება, მარკეტინგი”. მასალა შემდგომი შესწავლის  დასაგეგმი მონაცემთა ბაზის ნაწილია. მისი გამოყენება სამკურნალო პროცესში,  სათანადო კვლევების ჩატარებამდე დაუშვებელია.

გადასვლა საწყის გვერდზე  >>>