ევსტაქიიტი

ევსტაქიიტი (eustachitis) – სასმენი (ევსტაქის) მილის დაავადება, რომელიც არღვევს შუა ყურის ვენტილაციას. დაკავშირებულია დაფის აპკის პათოლოგიასთან, ამიტომ ხშირად გამოიყენება ტერმინები ,,სალპინგოოტიტი” ან ,,ტუბოოტიტი”. განასხვავებენ მწვავე და ქრონიკულ კატარულ ევსტაქიიტს. მორეციდივე მწვავე და ქრონიკული კატარული ევსტაქიიტები ხშირად იწვევენ ადჰეზიური შუა ოტიტის განვითარებას. სასმენი მილის გაუვალობა შესაძლებელია განვითარდეს ადენოიდებით ცხვირ-ხახის არხის დახურვით, ანთებითი პროცესის გადასვლით სასმენი მილის კედელზე რინოფარინგიტის დროს და სხვ.

ევსტაქიიტი (eustachitis) –  სიმპტომები, მიმდინარეობა, მკურნალობა (იხ. შუა ოტიტი, მწვავე და ქრონიკული).

ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებები

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

(2) ლალი დათეშიძეარჩილ შენგელიასამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ევსტაქიიტი – სასმენი (ევსტაქის) მილის დაავადება, რომელიც არღვევს შუა ყურის ვენტილაციას. დაკავშირებულია დაფის აპკის პათოლოგიასთან. განასხვავებენ მწვავე და ქრონიკულ კატარულ ევსტაქიიტს. მორეციდივე მწვავე და ქრონიკული კატარული ევსტაქიიტები არაიშვიათად იწვევენ ადჰეზიური შუა ოტიტის განვითარებას. სასმენი მილის გაუვალობა შესაძლებელია განვითარდეს ადენოიდებით ცხვირ-ხახის არხის დახურვისას, ანთებითი პროცესის გადასვლით სასმენი მილის კედელზე რინოფარინგიტის დროს და სხვ.

.