ხორხის ტუბერკულოზი

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

ხორხის ტუბერკულოზიწარმოადგენს ფილტვების ტუბერკულოზის გართულებას და გვხვდება უპირატესად მამაკაცებში 20 – 40 წლის ასაკში. პათოლოგანატომიური ცვლილებები ხასიათდება ეპითელური ბორცვების წარმოქმნით. ინფილტრატების წარმოქმნისა და ტუბერკულების ხაჭოსებრი დაშლის დროს წარმოიქმნება წყლულები.

ტუბერკულოზური პროცესის გავრცელების დროს, ზიანდება ხრტილსაზრდელა და ხრტილი. ავადმყოფები უჩივიან ხმის სხვადასხვა სახის დარღვევებსა და ტკივილს, რომელიც აღინიშნება როგორც დამოუკიდებლად, ასევე ნერწყვისა და საკვების ყლაპვის, ლაპარაკის, ხველის დროს. ტკივილი განპირობებულია ხორხის გარეთა რგოლის დაზიანებით. ყიის შევიწროებით გამოწვეული სტენოზური სუნთქვა აღინიშნება ინფილტრაციულ-წყლულოვანი გრანულაციური პროცესის ან ნაოჭქვეშა სივრცის, ხორხსარქველის, ციცხვისებრი ხრტილების შეშუპების დროს. მბგერავი ნაოჭების დაზიანება გამოიხატება ცალკეული უბნების ჰიპერემიით, გასქელებითა და ინფილტაციით – უმთავრესად მბგერავი ნაოჭების უკანა მესამედის. დაწყლულება ხშირად აღინიშნება მბგერავი ნაოჭების შიგნითა ან ზედა ზედაპირებზე. ხორხის შიგნითა ზედაპირი ტუბერკულოზური პროცესით ზიანდება გაცილებით ხშირად, ვიდრე გარეთა.

ხორხის ტუბერკულოზი – მკურნალობა. ანტიტუბერკულოზური მკურნალობა; პროდუქტიური სიმსივნური ფორმების დროს (ტუბერკულომები) ტარდება კიურეტაჟი, ელექტროკოაგულაცია. პარეზებისა და დამბლების დროს ტარდება ვიბრაციული მასაჟი ხორხის არეში.


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.