ფარისებრახლო ჯირკვლის სიმსივნეები

ფარისებრახლო ჯირკვლის სიმსივნეები

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

ფარისებრახლო ჯირკვლის სიმსივნეები – გვხვდება საკმაოდ იშვიათად. ჩვეულებრივ წარმოადგენს კეთილთვისებიან ადენომას, ზოგჯერ კარცინომას. ხასიათდება ნელი განვითარებით; მეტასტაზირდება რეგიონალურ ლიმფურ კვანძებში, ფილტვებში, ღვიძლში. კლინიკური სურათი წარმოდგენელია ჰიპერეპარათირეოიდიზმის სიმპტომებით, რაც უკავშირდება პარატჰორმონის ჭარბ სეკრეციას.

ლაბორატორიული გამოკვლევებით ვლინდება ჰიპერკალცინემია, ჰიპოფოსფატემია, შარდთან კალციუმისა და ფოსფორის გაძლიერებული  გამოყოფა. ძვლის ქსოვილის რეზორბციის შედეგად ვითარდება ტკივილი ძვლებში, მათი დეფორმაცია, ოსტეოპოროზი, მოტეხილობები. წარმოიქმნება ნეფროკალცინატები, შემდეგში ვითარდება თირკმლის უკმარისობა; სხვა გამოვლინებებია: ანორექსია, ღებინება, ნერვულ-კუნთოვანი დარღვევები, პანკრეატიტის, კუჭის წყლულის სიმპტომები. დიაგნოზის დადგენა ხდება სისხლში პარატჰორმონის გამოკვლევის მონაცემების საფუძველზე, პარაფარისებრი ჯირკვლის მდებარეობის ზონების ულტრაბგერითი და კომპიუტერული ტომოგრაფიით.

ფარისებრახლო ჯირკვლის სიმსივნეების მკურნალობა ქირურგიულია.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

სიმსივნური დაავადებები