ელასტიკური ბოჭკოები

ელასტიკური ბოჭკოები – (fibrae elasticae ბერძნ.fibra – ბოჭკო elasticos – დრეკადი, მოქნილი) – შემაერთებელი ქსოვილის უჯრედ­შორისი ნივთიერების ფიბრილური სტრუქტურები, რომელთაც გაჭიმ­ვის უნარი აქვთ. შედიან ელასტიკური იოგების, ელასტიკური ხრტილის შემადგენლობაში, ქმნიან სისხლძარღვების კედლების ელასტიკურ ჩონჩხს და ა.შ. ელასტიკური ბოჭკოების სტრუქტურული ერ­თე­ულებია 500 – 600 Ao სისქის პროტოფიბრილები. კოლაგენური ფიბ­რილებისაგან განსხვავებით, მათ არ ახასიათებთ განივი დახაზულობა. ვარაუდობენ, რომ ელასტიკური და კოლაგენური ბოჭკოები მსგავსი წარმოშობისაა. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)ელასტიკური ბოჭკო – (fibra elastica) შემაერთებელქსოვილოვან ბოჭკოთა (სისქით 0,2 – 1 მკმ – მდე) სახე. მათ ძირითად ქიმიურ კომპონენტს წარმოადგენს ცილა – ელასტინი, რომელსაც გაჭიმვის უნარი აქვს. ელასტიკური ბოჭკოები – (ბიოლ.) შემაერთებელქსოვილოვანი ბოჭკოები, რომლებიც ძირითადად შედგება ელასტინისაგან. განსხვავებით კოლაგენური ბოჭკოებისაგან ნაკლებად მტკიცე და მეტად ჭიმვადები არიან; ასრულებენ საყრდენ – მექანიკურ ფუნქციას. წარმოდგენილია სისხლძარღვთა კედლებში, ელასტიკურ ხრტილებში.

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი