ადაირ – დაიტონის სინდრომი

ლალი დათეშიძე

ადაირ – დაიტონის სინდრომი – ცისფერი სკლერების სინდრომი. დამახასიათებელია ცისფერი სკლერები, ძვლების მტვრევადობა და სმენის დაქვეითება, ან სიყრუე. სიმპტომები სმენის ორგანოს მხრივ ვითარდება მოგვიანებით, სქესობრივი მომწიფების პერიოდში. არჩევენ სიპტომთკომპლექსის ორ ტიპს: პირველი ფროლიკ – დიურანტის ტიპი (იხ.), რომლის დროსაც ძვლების მოტეხილობები ვლინდება ჯერ კიდევ ნაყოფად ყოფნის პერიოდში ან დაბადებისას. მეორეა ლობშტეინის ტიპი (იხ.), რომლის დროსაც ცისფერი სკლერები თანდაყოლილია, ხოლო ძვლების მტვრევადობა (”შუშისებრი ადამიანი”) მოგვიანებით ვლინდება. ძვლების მტვრევადობა 25 წლის მერე მნიშვნელოვნადაა შემცირებული. მიზეზია მეზენქიმური ქსოვილის განვითარების დარღვევა. ეტიოლოგია უცნობია. [“3”]

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

გაფრთხილებთ!

ბმულები: 1. ლალი დათეშიძის საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა 3. სამონასტრო ბაღები