ადენოვირუსული კერატოკონიუნქტივიტი

ლალი დათეშიძე

ადენოვირუსული კერატოკონიუნქტივიტი – (თვალის დაავ.) ეტიოლოგია. 8 ტიპის ადენოვირუსი. დაავადება ძალიან კონტაგიოზურია, ხშირად იძლევა ეპიდემიურ აფეთქებებს. სიმპტომები. დაავადება იწყება მწვავედ. ვლინდება ქუთუთოების კონიუქტივისა და გარდამავალი ნაკეცების ჰიპერემია და შეშუპება, მრავალი ზედაპირული ფოლიკული. გამონადენი მწირია. ზოგჯერ კონიუნქტივაზე წარმოიქმნება აპკები, რომლებიც უკვალოდ ქრებიან. ციტოლოგიური გამოკვლევით ეპითელიუმის პროტოპლაზმაში ვლინდება დამახასიათებელი ჩანართები. დაავადების დაწყებიდან 7 – 8 დღის შემდეგ რქოვანაში, ხშირად ცენტრში, ჩნდება ეპითელიუმქვეშა მომრგვალო ინფილტრატები. დაავადება გრძელდება 2 – დან 7 თვემდე. პროგნოზი კეთილსაიმედოა.

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

გაფრთხილებთ!

ბმულები: 1. ლალი დათეშიძის საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა 3. სამონასტრო ბაღები

Share this...Share on Facebook
Facebook