ადჰეზიური შუა ოტიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ადჰეზიური შუა ოტიტი – ხშირად წარმოიქმნება შუა ყურის მწვავე ან ქრონიკული ჩირქოვანი ანთების შემდეგ. მწვავე კატარალური (არაფერფორაციული) შუა ოტიტის დროს ანტიბიოტიკების არარაციონალური გამოყენება ხშირად იწვევს დაფის ღრუში შეხორცებების წარმოქმნას. ადჰეზიური ოტიტი შესაძლოა წარმოიქმნას შუა ყურის ანთების გარეშეც, კერძოდ ცხვირხახაში და სასმენ მილში ამა თუ იმ პათოლოგიური პროცესების შედეგად, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში არღვევენ დაფის ღრუს ვეტილაციას. დაფის აპკის პერფორაციის დროს ლაპარაკობენ ,,მშრალ პერფორაციულ ოტიტზე”. სიმპტომები, მიმდინარეობა. ძირითადი სიმპტომია – სმენის დაქვეითება ხმის გამტარი აპარატის ფუნქციის დარღვევით. არაიშვიათია ხმაური ყურებში. ოტოსკოპიით ვლინდება გათხელებული, ნაწიბუროვანი დაფის აპკი ჩალაგებული კირის უბნებით. აპკის მოძრაობა და სასმენი მილის გამავლობა დარღვეულია.

გაფრთხილება!

ბმულები: 1. ლალი დათეშიძის საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა 3. სამონასტრო ბაღები