ავიტამინოზი A

ავიტამინოზი A – (თვალის დაავ.) საკვებში A ვიტამინის და კაროტინის ნაკლებობა, კუჭ – ნაწლავის ტრაქტში მათი შეწოვის დარღვევა. სიმპტომები. ბინდში ან სიბნელეში მხედველობის დაქვეითება ან არარსებობა – ჰემერალოპია, კონიუნქტივის სიმშრალე, ნაკეციანობა და პიგმენტაცია; ზოგჯერ ლიმბის მიდამოში მოჩანს კონიუნქტივის გარქოვანების რუხი, მშრალი უბნები. ძალიან მძიმე შემთხვევებში თვალის გუგის ქვემოთ ვითარდება ორივე თვალის რქოვანას მორუხო – თეთრი შემღვრევა. შემღვრევა აღწევს რქოვანას ღრმა შრეებში, წარმოიქმნება ფართო წყლული, რქოვანას გალხობა (კერატომალაცია). ხშირად აღენიშნებათ განლეულ, მისუსტებულ ბავშვებს, კუჭ – ნაწლავის ტრაქტის, ღვიძლის მძიმე დაავადებების დროს.

ლალი დათეშიძეარჩილ შენგელიასამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
გაფრთხილება!

.