აერზის დაავადება

აერზის დაავადება ანუ სინდრომი – სისხლის მიმოქცევის მცირე წრის პირველადი ჰიპერტენზია. აღინიშნება სკლეროზი მცირე წრის როგორც დიდ, ისე წვრილ არტერიებში. კლინიკური ნიშნებია: ძლიერი ციანოზი (თუჯისფერი ციანოზი), რესტრიქციული სუნთქვითი უკმარისობა სისხლის წნევის ხანგრძლივი და მნიშვნელოვანი მომატებით მცირე წრეში, რაც იწვევს გულის მარჯვენა პარკუჭის ჰიპერტროფიას, დილატაციას, შემდეგ კი გულის მარჯვენამხრივ უკმარისობას. სინონიმი: აერზ – არილაგის დაავადება. [“3”]

ლალი დათეშიძეარჩილ შენგელიასამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
გაფრთხილება!

.