ავთვისებიანი ჰიპერტონია

ავთვისებიანი ჰიპერტონია – არტერიული წნევის მაღალ ციფრებამდე მყარი მომატების კლინიკური სინდრომი (დიასტოლური როგორც წესი აღემატება 110 მმ.ვწყ.სვ.), რომელიც ძნელად ექვემდებარება ჰიპოტენზიურ თერაპიას. მიმდინარეობს ენცეფალოპათიის სწრაფი განვითარებით, მხედველობის დარღვევებით, თირკმლების დაზიანებითა და მათი ფუნქციის მოშლით. აღინიშნება უპირატესად თირკმელების ქრონიკული დაავადებებისას.

ლალი დათეშიძეარჩილ შენგელიასამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
გაფრთხილება!

.