აზონალურობა

აზონალურობა – (ბერძნ. a – უარყ. ნაწ. და zone – სარტყელი, ზონა), რაიმე ბუნებრივი მოვლენის გავრცელება ისე, რომ იგი მიზეზობრივად დაკავშირებული არ არის მოცემული ტერიტორიის ზონალურ თავისებურებებტან (იხ. ზონალურობა). ა – მ შეიძლება თავი იჩინოს ბუნებრივი სისტემების (კლიმ.ნიადაგები, ბიოგეოგრაფიული სისტემები) მიმართ ვაკეზეც და მთების სიმაღლებრივ სარტყელებშიც. აზონალური უმთავრესად ის ბუნებრივი მოვლენებია, რომლებიც მთლიანად ან მნიშვნელოვანწილად გამოწვეულია დედამიწის შინაგანი ძალების მოქმედებით (გეოლოგიური სტრუქტურა, რელიეფის მორფოსტრუქტურა და სხვ.) აზონალური ფაქტორების გავლენა განსაკუთრებით მკვეთრად მთაში ჩანს. ა. ზონალურობასთან ერთად განსაზღვრავს რეგიონალური ლანდშაფტური კომპლექსის ფორმირებას. ა – ის სახესხვაობაა ინტრაზონალურობა. [“1”]


ლალი დათეშიძეარჩილ შენგელიასამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
გაფრთხილება!

.