აკაირია

აკაირია – (ბერძ – akairia – არადროულობა, უტაქტობა, უადგილობა, აბეზარობა) ფსიქიკის დარღვევა, რომელიც ვლინდება ავადმყოფის პათოლოგიური აბეზარობით: ერთი და იგივე კითხვის, თხოვნის, წინადადების მრავალჯერადი გამეორებით. განპირობებულია აზროვნების ინერტულობითა და გადართვის გაძნელებით. აღინიშნება პარკისონიზმისა და შუბლის წილების დაზიანებისას, მანიაკალური მდგომარეობების დროს


გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

.