აკროდერმატიტი ენტეროპათიული

აკროდერმატიტი ენტეროპათიული – (acrodermatitis enteropathica; სინ.: ბრანდტის სინდრომი, დანბოლტ – კლოსის სინდრომი) აკროდერმატიტი, რომელიც ვითარდება ჩვეულებრივ 2 წლამდე ასაკის ბავშვებში; ხასიათდება ბუშტუკოვანი გამონაყრით თვალების, პირის, უკანა ტანის ირგვლივ, ასევე იდაყვის, მუხლის, საზარდულ – ბარძაყის ნაკეცებში, ბარძაყებზე, დუნდულოებზე, სადაც შემდგომში ვითარდება აქერცვლადი ბალთები; მიმდინარეობს თმის დაცვენით, ონიქოპათიებით, ფოტოფობიებითა და კუჭ – ნაწლავის ტრაქტის ორგანოების ფუნქციის მოშლით.


გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

.