ალანტოისი – (allantois ბერძნ.allans, allantos – ძეხვი, eidios – სახე) უმაღლესი ხერხემლიანების დროებითი პროვიზორული ორგანო. ვითარდება როგორც უკანა ნაწლავის ვენტრალური კედლის ბრმა (ძეხვისებრი) წანაზარდი. შედგება ექტოდერმული ეპითელიუმისაგან (რომელიც ჩაიზრდება კლოაკის აპკისაგან უკანა ნაწლავის ვენტრალური კედლის შემადგენლობაში) და ვისცერული მეზოდერმისაგან სისხლძარღვებით. ფუნქციონირებს როგორც სისხლძარღვების გამტარი, რომელიც ამავე დროს სეროზულ გარსთან ერთად უზრუნველყოფს სუნთქვის, აგრეთვე გამოყოფის პროცესებს. (აქედან კიდევ ერთი სახელწოდება „საშარდე პარკი“). ადამიანის ჩანასახში ალანტოისი წარმოიქმნება ემბრიოგენეზის მე – 16 – მე – 17 დღეს მკვრივი ეპითელური ჭიმის სახით ყვითრის პარკის კაუდალური უბნიდან. მოგვიანებით ამ უჯრედულ ჭიმში ვითარდება სანათური. ადამიანის ჩანასახში ალანტოისი განუვითარებელი რჩება. რედუქციის შემდეგ ჭიმი ჭიპლარის შემადგენლობაშია. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)
გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
.