ალელოპათია

ალელოპათია – (allelon – ურთიერთ და pathos – ტანჯვა) მცენარეთა ურთიერთმოქმედება მათგანვე გამოყოფილი სხვადასხვა ნივთიერების მეშვეობით. ცნობილია ასეთ ნივთიერებათა 4 ჯგუფი: ანტიბიოტიკები – თრგუნავს სხვა მიკროორგანიზმთა ცხოველქმედებას; მარაზმინები (ქკნობის ნივთიერებანი) – მოქმედებს უმაღლეს მცენარეებზე; ფიტონციდები – თრგუნავს მიკროორგანიზმების ცხოველმოქმედებას; კოლინები – აბრკოლებს უმაღლესი მცენარეების განვითარებას.

ზოგჯერ შეინიშნება მცენარეთა დადებითი ურთიერთმოქმედება, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს აგროფიტოცენოზში. ალელოპათია გასათვალისწინებელია როგორც ზოგადბიოლოგიურ, ისე სასოფლო–სამეურნეო პრაქტიკაში (თესლბრუნვა და სხვ). [“1”]


გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

.